საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„პატრიოტები“ უშიშროების მიერ ზეწოლის ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/18 14:43:48

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“  იმერეთის ახალ გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს მოუწოდებენ, უშიშროების დასავლეთის სამმართველოს მიერ ფრაქციის დეპუტატებზე პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები გამოიძიოს.

„მოვუწოდებთ მეფარიშვლს, იქნას გამოკვლეული ვინ და რატომ აძლევდა „რჩევებს“ ჩვენს დეპუტატებს უშიშროებაში, რადგან სწორედ ზაზა იყო იმ სამსახურის უფროსი, სადაც პოლიტიკური „რჩევები“ მისცეს  დეპუტატებს და ისინი მზად არიან ისაუბრონ ამაზე“,-აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე.

ზაზა მეფარიშვილმა, რომელიც გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსად მუშაობდა, „პატრიოტების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე   ზეწოლის ფაქტების შესახებ, განმარტება გუშინ გააკეთა. მეფარიშვილის თქმით იგი ყველა საჯარო პირს ხვდებოდა, თუმცა, თუ ვინმე მათ საუბარს განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს, ის ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს, რომ უშიშროების დასავლეთის სამმართველოში მათზე პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა. მათ მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კი ფრაქცია 5-მა დეპუტატმა დატოვა. 

ზაზა მეფარიშვილი იმერეთის გუბერნატორად გასულ კვირას დაინიშნა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია