დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნანა თოდუა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსზე ზეწოლას უარყოფს
ავტორი:
2013/09/09 19:11:03
თბილისის საკრებულოს კადრების განყოფილების უფროსი ნანა თოდუა აცხადებს, რომ თინათინ ხობუა ზეწოლის შესახებ ცრუობს. თოდუას თქმით, არიან თანამშრომლები, რომლებიც მომსწრენი არიან იმისა, რომ თინა ხობუა ცრუობს. "შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არის ორი თანაშრომელი, რომელსაც მოისმინა, რომ მსგავსი რამ, რაც თინა ხობუამ დაწერა, უბრალოდ არ მითქვამს. მე უბრალოდ არ ვარ უფლებამოსილი მის სისულელეებზე პასუხი გავცე და ის, რაც მე ვუთხარი იყო შიდა სამსახურეობრივი ვალდებულებები, ასე რომ არ ვარ ვალდებული თქვენ გითხრათ“, - აცხადებს ნანა თოდუა news.ge-სთან საუბრისას. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის სამდივნოს უფროსი თინათინ ხობუა საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, საკრებულოს კადრების განყოფილების უფროსმა ნანა თოდუამ სამსახურიდან წასვლის მოთხოვნით მის მიმართაც განახორციელა ზეწოლა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1660
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია