დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა
ავტორი:
2013/08/27 10:54:02
შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრ მუამერ გიულერს. შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ უწყებებს შორის პოლიციის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორ მეჰმეტ კილიჩლარს. ღარიბაშვილი ასევე ეწვევა თურეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას და გაეცნობა მის სასწავლო პროცესს. საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი თურქეთში 29 აგვისტოს დასრულდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია