დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვანო მერაბიშვილი ადიგენის რაიონში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2013/08/27 14:28:02
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ადიგენის რაიონში მუსლიმანური მეჩეთის მინარეთის დემონტაჟს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "ჩემს მშობლიურ ადიგენის რაიონში გუშინ ადგილი ჰქონდა მეტად სამწუხარო და შემაშფოთებელ ფაქტს - ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით, აბსურდული მიზეზითა და აგრესიული ფორმით განხორციელდა მუსლიმანური მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი, რაც ჩვენი ქვეყნის მუსლიმანი მოქალაქეებისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა. ინციდენტს სამართალდამცავების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ძალის გამოყენება მოჰყვა. მსგავსი უგუნური ქმედებით, ამჟამინდელი მთავრობა არა უბრალოდ ხელჰყოფს ჩვენი ქვეყნის მაჰმადიან მოქალაქეთა ჯგუფის ფუნდამენტურ სამოქალაქო და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც მხოლოდ საქართველოს მტრებს აძლევს ხელს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში დღემდე ადგილი არანაირ მსგავს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ინციდენტს არ ჰქონია. ამ შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, ადიგენის გამგებლის აბსურდული ბრალდებებით დაკავება, სიტუაციას რაიონში კიდევ უფრო დაძაბავს. მიმაჩნია, რომ ადიგენში სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა პირველ რიგში წარმოადგენს ხელისუფლების მცდელობას კონტროლი დაამყაროს ადიგენის რაიონზე, ერთადერთ რაიონზე სამცხე-ჯავახეთში, რომლის საკრებულოშიც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეადგენენ.მოვუწოდებ ხელისუფლებას გონს მოეგოს და ბოდიში მოუხადოს ადგილობრივ მუსულმან მოქალაქეებს. ასევე აუცილებელია შეწყდეს რეგიონში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის დევნა და ისეთი მგრძნობიარე თემებით სპეკულირება, როგორიცაა დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ. მთავრობის ვალია დაკავდეს ადამიანთა პრობლემების მოგვარებით და მოახდინოს საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა," – აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია