დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 35%-ს მოსწონს
ავტორი:
2013/08/26 15:30:02
"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 35%-ს მოსწონს. კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობით , 17%-ის პასუხია – ძალიან მომწონს, 31%-ის დამოკიდებულება ნეიტრალურია, 9% აცხადებს, რომ პრემიერის საქმიანობა არ მოსწონს, 4%-ს კი ძალიან არ მოსწონს. კითხვაზე პსუხის გაცემა უჭირს 5%-ს. რესპონდენტებს ხელისუფლების 3 დიდი მიღწევისა და 3 შეცდომის დასახელებაც სთხოვეს. გამოკითხულთა 13,6% ხელისუფლების მთავარ მიღწევად არაფერს მიიჩნევს, 9,1% - სოფლის მეურნეობის რეფორმას, ხოლო 6,4% - დაზღვევას. რაც შეეხება შეცდომებს, რესპონდენტთა 12,6%-ის აზრით, ხელისუფლებას შეცდომები არ დაუშვია, 8,9% - ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად ტყუილ დაპირებებს მიიჩნევს, 8,7% კი – ამნისტიას. კვლევა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობდა საქართველოს 11 რეგიონის, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობა. სულ გამოიკითხა 2 028 სრულწლოვანი რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, შერჩევის სიდიდე განისაზღვრა მონაცემთა 95%-იანი სანდოობით, სტატისტიკური ცდომილებით პლუს-მინუს 2,3 %-ის ფარგლებში. კვლევა საკვლევ-საკონსულტუციო ცენტრმა "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია