დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ამერიკის კონგრესში სირიის პრობლემაზე დებატები დღეს დაიწყება
ავტორი:
2013/09/09 14:20:20
ამერიკის კონგრესში სირიის პრობლემაზე დებატები დღეს დაიწყება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სირიის პრობლემაზე დებატები დღეს დაიწყება, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ჯონ ბონერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
"ჩვენ ველოდებით, რომ წარმომადგენლობითი პალატა ამ საკითხს 9 სექტემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლის",-აღნიშნა ბონერმა. მისივე თქმით, კონგრესმენები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ პრეზიდენტმა სირიაში საბრძოლო ქმედებების განხორციელებისთვის ნებართვა მათ სთხოვა.
ამასთან, ტელეკომპანია "Fox News" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ პრეზიდენტ ობამას სირიაზე იერიშის დაწყება იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუკი კონგრესისგან ნებართვას ვერ მიიღებს. წყაროსვე ინფორმაციით, ბარაკ ობამამ სირიაზე სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, თანაშემწეებთან კონსულტაციების გერეშე მიიღო.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაზე სამხედრო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს სირიასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იმოქმედოს. "ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ სვლა წინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშეც, რომელიც მთლიანად პარალიზებულია და არ სურს ბაშარ ასადის პასუხისგებაში მიცემა", - აღნიშნა რამდენიმე დღის წინ ობამამ.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/252126
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია