დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თედო ჯაფარიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
2013/05/19 21:43:23

დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ჯაფარიძემ ასამბლეაზე სამოქალაქო განზომილებისა და უსაფრთხოების კომიტეტს მიმართა.

თავის გამოსვლაში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულება კი არა, არამედ ეროვნული კონსენსუსის უმთავრესი ნაწილია. თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ისტორიულად ყოველთვის დასავლეთ კულტურის ნაწილად განიხილებოდა. იგი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა – რუსეთთან დავის მშვიდობიანი მოგვარება, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების აუცილებლობა, ISAF-ის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის გაგრძელება. „ჩვენ ჩამოყალიბებულნი ვართ იმაზე, რომ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა გავაგრძელოთ ჩვენს მეგობრებთან თანამშრომლობა, რათა გავაძლიეროთ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ სრულად გათავისებული გვაქვს რომ საქართველოს სამომავლო უსაფრთხოება და სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებული იქნება დემოკრატიის ხარისხზე, დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერესა და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ ეს გზა არჩეული გვაქვს და გვსურს, რომ საქართველო რეალურად გახდეს თავისუფალი ქვეყანა, სწორედ ამისთვის გვჭირდება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.“ – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია