დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ქვისფერ ქალაქში ქრისტინე ქრის...“
2011/06/06 12:50:28

„...ცისფერი ქალაქი

ახლა ქვის ფერია,

 

სულები ქრის, 

დამეძებს, 

მეძახის 

მფარველი ფერია: 

ქრისტინე,

ქრის...“

 

ამ ლექსის ავტორი 23 წლის ქრისტინე რობაქიძეა. მან ამჯერად ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პირველი კორპუსის მთავარ ფოიეში „გაიქროლა“. 31 მაისს, 4 საათზე, გამოიფინა შემოქმედის ნახატები: „გეიშები“, „ჩიტები“, „მე შენ გაგალღობ“, „წითელი ოთახი“ და ასე შემდეგ... ეს იმ ნახატთა უმცირესი ჩამონათვალია, რომელიც ქრისტინე რობაქიძემ შექმნა.

ახალგაზრდა შემოქმედს ნერვიულობასთან ერთად ბედნიერებაც აშკარად ეტყობოდა.

კითხვაზე - უფრო ხშირად როდის ხატავს, მარტივად და დაუფიქრებლად მიპასუხა: „ნებისმიერ დროს“.

ქრისტინე რობაქიძე: „დღევანდელი დღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ტარდება. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მათ. პირველი შემთხვევაა, როცა თავიანთი ინიციატივით, ასეთი დღე მაჩუქეს. ბოლო ოთხი წლის მანძილზე შექმნილი ნახატები პირველად გამოიფინა ასე ერთად. მინდა ეს გავიმეორო ბათუმსა და თბილისში. ჩემთვის მეთორმეტე პერსონალური გამოფენაა, თუმცა უნივერსიტეტში ეს პირველადაა. ძალიან ვნერვიულობ, ყველა ადამიანის აზრი მაინტერესებს.“

გამოფენას დამსწრეები ნამდვილად არ აკლდა, ყველა ინტერესით და დაკვირვებით ათვალიერებდა უკვე ცნობილი და აღიარებული ახალგაზრდა შემოქმედის ნახატებს.

ირინე მაჩალაძე: „არაჩვეულებრივი გამოფენაა, სიტყვები არ მყოფნის, ყველაფერი ისეა, როგორც ქრისტინეს შეეფერება.“

გიორგი ლობჟანიძე: „აღფრთოვანებული ვარ. თბილისიდან ჩამოვედი და ნამდვილად ღირდა ამხელა გზის გამოვლა. მინდა, რომ ქრისტინეს კარგი მომავალი ჰქონდეს და უფრო და უფრო მეტი გამოფენები მოეწყოს, ხელშეწყობა და გვერდით დგომაა მთავარი იმ ადამიანებისაგან, ვისაც შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ.“

შემოქმედს ულოცავდნენ ამ წარმატებულ დღეს, მის ნახატებს ათვალიერებდნენ, აფასებდნენ და კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ქრისტინეს გაზაფხულის საღამოზე მიწვეული სტუმრები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია