დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანტონ ობოლაშვილი: „ვფიქრობ, ახალდაბაში ნეძვის მონასტრის აღდგენა რეგიონის ტურიზმის პოტენციალის განვითარებას ძალიან დაეხმარება“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2020/08/23 01:45:00

ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან", ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი ამ კვირაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სტუმრობდა: ახალდაბას, გრიგალაშვილებს, კორტანეთსა და ზანავს.

 

ბატონ ანტონთან ერთად შეხვედრებზე იმყოფებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი, ბორჯომის მერის  მოადგილე ბუბა ბერიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.

 

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა ქართული ოცნების წარმატებულ საქმეებზე და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერა, უფრო მეტი პროექტის განხორციელება იგეგმება.

 

 მან საზოგადოებას წარუდგინა ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან", ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი და ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ უდგას მხარში ბატონი ანტონი დღესაც თავის მშობლიურ მხარეს.

 

ცნობისათვის: ანტონ ობოლაშვილი შპსგლობალფარმის“ 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია. კომპანია ფარმაცევტული საქონლით საბითუმო ვაჭრობის სფეროში მოღვაწეობს. გარდა ამისა, ობოლაშვილი შპსპარკლაინის“ 60%-იანი წილის; შპსმესხეთი 2004-ის“ – 100%იანი წილის; „ჯეომედიცინის“ 35%-იანი წილის მფლობელია.

 

ანტონ ობოლაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყო. ყურადღებით ისმენს მოსახლეობის პრობლემებს და ჯერჯერობით ზედმეტი დაპირებების გაცემისგან თავს იკავებს.

 

ახალდაბის, გრიგალაშვილების, კორტანეთისა და ზანავის მთავარი პრობლემა სასმელი წყალი და მისი ხარისხია. შესაბამისად, მოსახლეობის პირველი მოთხოვნაც არსებული ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის კანდიდატის მიმართ, სწორედ ამ პრობლემის დროულად მოგვარება გახლდათ.

 

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა დავით ზაალიშვილმა ახალდაბელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პრობლემის გადასაჭრელად ნაბიჯები უკვე გადადგმულია და სექტემბრიდან წყლის გაფილტვრის საკითხის მოგვარებაც დაიწყება.

 

ახალდაბელებთან შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ დაგეგმილია კულტურის სახლის აღდგენა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკვე არსებობს პროექტი და მომავალ წელს აუცილებლად მოხდება ახალდაბის სადგურის მიმდებარედ არსებული ტყე-პარკის დასასვენებელ პარკად მოწყობა, სხვადასხვა დასასვენებელი ადგილებისა და საბავშვო ატრაქციონების გათვალისწინებით.

 

პროექტი მოსახლეობას ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ გააცნო და მომავალი წლისთვის მისი პრეზენტაციაც დააანონსა.

 

ასევე ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ახალდაბელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახლდათ ისტორიული ნეძვის მონასტრის აღდგენა და მასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საკითხის დროულად მოგვარება.

 

ამ და სხვა საკითხებზე კომენტირებისას ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა:

 

მე, როგორც მათი მაჟორიტარი, მაქსიმალურად შევეცდები, ყველა პრობლემა დროულად მოვაგვარო და მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ შევწყვიტო, რათა მათგან მიღებული ინფორმაცია შესაბამის ორგანოებამდე დროულად მივიტანო.

 

ახალდაბის მაცხოვრებლებმა ნეძვის აღდგენისა და მასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საკითხი წამოჭრეს. ნეძვის მონასტერი მე-9 საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ, თეოდორე ნეძველმა ააგო. ბორჯომის მუნიციპალიტეტს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, ნეძვის მონასტრის აღდგენა ამაში ხელს შეგვიწყობს. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია