საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
112-მა არ დამიჯერა, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო რუსთავი 2 ყოფილა
2015/06/14 12:47:07

სტიქიის დროს დაზარალებული ქალბატონი, Facebook-ში განცხადებას ავრცელებს, მისი თქმით საგანგებო სიტუაციების სამსახურში მან 4-ჯერ დარეკა და მოსალოდნელი სტიქიის შესახებ მას არ დაუჯერეს, სანამ რუსთავი2-ში არ შევიდა შეტყობინება.

 

"ერთს ვიტყვი, რომ არა ჩემი მეგობარი წყნეთის გზაზე და იმ წუთებში, მე არ დამერეკა, ფაქტობრივად სისტანციურად ტრაგედიის შემსწრე გავხდი და როგორ ითხოვდა ჩემგან დახმარებას, 112-ში დავრეკე (ეს ის დროა როცა თბილისში ჯერ კიდევ არ მძინვარებდა სტიქია) პირველმა მივაწოდე ინფორმაცია, არ დამიჯერეს რა გზა ჩაინგრაო, მეორე დარეკვაზე ჩავინიშნეთო მითხრეს, მესამე დარეკვაზე ბევრი გამოძახებააო, მერე კი ჩემს ზარს აღარ პასუხობდნენ.

 

რა უნდა მექნა, დავრჩი მოქალაქეების, ადამიანების იმედად და სტატუსი დავწერე, აღმოჩნდა, რომ ეს გახდა იმ მოქალაქეების გადარჩენის საშუალება.
პირადი კონტაქტებითა და იმ რამდენიმე ჩემი მეგობრის წყალობით (ერთი წყნეთში ცხოვრობდა და მან მიაცოდა ინფორმაცია სახანძროს და თავად ჩაერთო ამ სიტუაციაში შიშველი ხელებით) მთელი 2 საათის მანძილზე ვცდილობდი მეშველა ჩემი მეგობრისთვის და როგორ? ქალბატონმა როზეტა გუჯეჯიანმა რუსთავი2-ში დარეკა და აი აქ გვეშველა და ერმა გაიგო, რომ იქ ნამდვილად საშინელება ტრიალებდა.
შემდეგ ჩაერთო თავდაცვა და მადლობა იმ კოჯრის ბატალიონის ჯარისკაცებს, ვინც გადაარჩინა ჩემი მეგობარი. 

აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო რუსთავი 2 ყოფილა, მე სტიქიას გადავურჩი მაგრამ ფსიქიკურად აღარ ვარგივარ, ასეთი უსუსური ცხოვრებაში არ ვყოფილვარ."  -წერს დაზარალებული ქალბატონი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2329
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია