დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში შუალედური საპარლამენტო არჩევნებია
2013/04/27 10:19:47

დღეს საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული წესით ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში იმართება .
ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ერთმანეთს 9 კანდიდატი დაუპირისპირდება: თამარ კორძაია - "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება"; მირზა დავითაია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; გიორგი გუგავა - ლეიბორისტულ პარტია; კახა კუკავა - "თავისუფალ საქართველო"; გიორგი ლილუაშვილი - "მერაბ კოსტავას საზოგადოება"; გია ნემსაძე - "საქართველოს მშრომელთა საბჭო"; ხვიჩა ასანიძე – მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის; იოსებ მანჯავიძე –საინიციატივო ჯგუფი; ზვიად ჩიტიშვილი - საინიციატივო ჯგუფი;
ბაღდათის საარჩევნო ოლქში 8 კანდიდატია წარდგენილი – პაატა კიკნაველიძე - "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება"; ვლადიმერ წიქორიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; დავით შარაბიძე – "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"; არჩილ იოსელიანი - "საქართველოს მშრომელთა საბჭო"; ლაშა თამაზაშვილი - "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"; პაატა ბაკურაძე – "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის"; ზურაბ მსხვილიძე - საინიციატივო ჯგუფი; რომან რობაქიძე - საინიციატივო ჯგუფი.
სამტრედიის საარჩევნო ოლქში კი არჩევნებში მაჟორიტარობის ხუთი კანდიდატი მონაწილეობს – გიორგი კახიანი - "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება"; ემზარ შუბლაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; მორისონ ქობულია -"საქართველოს მშრომელთა საბჭო"; ბადრი გოგელაშვილი – "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"; გოჩა ბაძგარაძე – "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის".

ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 212 698-ს შეადგენს. მათ შორის ნაძალადევში 140 892 ამომრჩეველია, ბაღდათის საარჩევნო ოლქში – 23 351, ხოლო სამტრედიის საარჩევნო ოლქში 48 455 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, ნაძალადევში 99 უბანია, ბაღდათში- 28, სამტრედიაში კი - 50.
საარჩევნო უბნები სამივე საარჩევნო ოლქში 07:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს კი ხმის მიცემა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია