დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ძეგლი - აღმაშენებლის გამზირზე, შადრევანი - აღმაშენებლის მოედანზე?
2011/07/11 13:14:21

როდესაც დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ოპოზიციის ნაწილმა უარყოფითად შეაფასა ადგილობრივი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება.  საზოგადოებაში  აზრი  ორად  გაი-ყო. ზოგიერთის  განმარტებით,  დიდი მეფის მონუმენტი ჩაკარგული იყო მოედანზე, თანაც ახალი  სტილის შენობებმა დაუკარგა აზრი ამ ძეგლის არსებობას და დაჩრდილა. ზოგიერთები კი ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას ამოჩემებული აქვს ძეგლები და აქეთ-იქეთ, თავის ჭკუაზე დაატარებს. სჯა-ბაასის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალაში დარჩა: დავით აღმაშენებლის მონუმენტი ადგილს თავისივე პროსპექტზე დაიდებს (რამდენი ხნით, ეს არავინ იცის), რომელიც ახლა რემონტდება. 

ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ძეგლის დემონტაჟისა და რკინიგზის სადგურზე, ასსაფეხურიან კიბეებთან გადატანისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 160 ათასი ლარი გამოიყო. საკითხი საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა.

საინტერესოა, რა გაკეთდება ცენტრალურ მოედანზე?

ამის შესახებ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

„ძეგლის გადატანის შესახებ ინიციატივა წამოვიდა ძალიან პატივსაცემი ქუთაისელებისგან და ჩვენც დავეთანხმეთ. აღმაშენებლის ძეგლის ძველ ადგილს რაც შეეხება, უკვე გვაქვს გარკვეული რამდენიმე კონცეფცია, რა უნდა გაკეთდეს იქ, თუმცა ჯერ არ მიგვიღია საბოლოო ოპტიმალური გადაწყვეტილება. სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, იქ გავაკეთოთ შადრევანი,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ.

დავით აღმაშენებლის ძეგლის „გადატანასა“ და პარლამენტის შენობის „გადმოტანაზე“ ლეიბორისტულ პარტიაში   ბრიფინგი   გაიმართა.  „ქართველთმოძულე  მიხეილ  სააკაშვილი და მისი სისხლიანი ხელისუფლება ყოველდღიურად ღებულობენ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას. დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა არის ასეთი ქმედება! რადგან ეს დიდი  მეფე ასოცირდება ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, შესაბამისად, მისი ძეგლი უნდა არსებობდეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რათა მნახველებში აღიძრას პატრიოტული განცდა, და ამ გრძნობით განიმსჭვალოს თითოეული ქართველი. დავითის ძეგლის გადატანა ნიშნავს მისი ფუნქციის და როლის დაკნინებას, რაც სურს საქართველოს მთავრობას. სკულპტურის გადატანას ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ, და ამით შევამზადებთ და მოვამწიფებთ საზოგადოებრივ აზრს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა იდგეს წმინდა მეფის ძეგლი“. - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორმა სამსონ გუგავამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია