დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მე-19 საუკუნის ქალბატონები ფოტოებში გააცოცხლეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/02 17:39:55

ქუთაისში  "კულტურული, სახელოვნებლო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით საგაზაფხულო  ღონისძიებათა კვირეული დაიწყო, რომელიც ქალბატონებს ეძღვნება.


კვირეულის პირველ დღეს დავით  მხეიძის სახელობის  ფოტო-კინო-ტელე მატიანეს მუზეუმში მე-19 საუკუნის ქუთაისელი ქალბატონების ცხოვრების ამსახველი გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი თვალით ნახოს დიდი ფოტოგრაფების: მიხაილოვის,ხუნდაძის, მიშეკოს, ცხომელიძის, კაჩუხაშვილის, ლორთქიფანიძის და სხვების ნამუშევრები. ასევე, 1940-იან წლებში შეძენილი ძველებური სამფეხა აპარატი, რომელიც ეკუთვნოდა ქუთაისელ ფოტოგრაფს, დავით მხეიძეს.


გამოფენის შესახებ ვესაუბრეთ ქუთაისის მუზეუმის ხელმძღვანელს, ბატონ  რამაზ მორჩაძეს:“აღნიშნული გამოფენა პირველად 2015 წელს გაიმართა თიბისი გალერეაში. წელს მეორედ ხდება ამ ექსპოზიციის წარდგენა ქუთაისელი დამთვალიერებლებისათვის. ამ გამოფენის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, ვაჩვენოთ, 100 წლის წინაც როგორი ლამაზი ქალები ყავდა ქუთაისს, როგორი ევროპული სტილი და მენტალიტეტი ჰქონდათ მათ. თვითონ ფოტოების ხარისხიც საკმაოდ მაღალი დონისაა, რადგან 100 წლის წინ ვერცხლს იყენებდნენ ფოტოგრაფები გადაღებისას და დამზადებისას და ამიტომ ისინი ძალაინ კარგადაა შენახული."


 

გავესაუბრეთ ასევე ერთ-ერთ დამთვალიერებელს, ფილოლოგიის დოქტორს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის თანამშრომელს, მარიამ მარჯანიშვილს: „პირვლ რიგში, მინდა, ქალბატონებს მივულოცო გაზაფხულის დაწყება და  ამ თვესთან დაკავაშირებული ქალთა დღესასწაულები. მიდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის ფოტო-კინო-ტელე მუზეუმი ყოველთვის გვანებივრებს საინტერესო გამოფენებით. დღეს კიდევ ერთი დიდი გამოფენის მონაწილენი გავხდით, აქ წარმოდგენილია ისტორიული ქალბატონების ფოტოები და იმ მნიშვნელოვანი ფოტოგრაფების ნამუშევრები,რომლებმაც შექმნეს რეალურად ქართული ფოტოგრაფია.


ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია