დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თქვენი გაზეთი „P.S.“ 15 წლისაა
2010/11/01 14:33:54

15 წლის წინ, 1995 წლის ოქტომბერში გაზეთ „P.S.“-ის („პოსტსკრიპტუმის“) პირველი ნომერი გამოვიდა.

ეს იყო იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი პირველი, მრავალგვერდიანი დამოუკიდებელი გაზეთი, რომელმაც იმთავითვე მიზნად დაისახა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების პირუთვნელი ჩვენება, დაჩაგრულის დაცვა, ეროვნული ტრადიციების გაფრთხილება, თავისუფალი სიტყვისა და მომავლის მსახურება.

მოკლე ხანში „P.S.“ ყოველკვირეულ გაზეთად გადაიქცა, გარს შემოიკრიბა პროფესიონალ ჟურნალისტთა ძლიერი გუნდი და კიდევ უფრო შემტევი გახდა კორუფციის, უსამართლობის, განუკითხაობის, რუტინის მიმართ. გაზეთს არაერთი სასამართლო პროცესი ჰქონია თავგასული მოხელეების წინააღმდეგ, არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი სიმართლე და პირუთვნელობა.

2001 წელს „P.S.“-მა პრესის რესპუბლიკურ ფესტივალზე „საუკეთესო რეგიონული გაზეთის“ სტატუსი და პრიზად „ოქროს კალამი“ მიიღო.

არსებობის 15 წლის მანძილზე გაზეთ „P.S.“-ის რედაქციაში დაფრთიანდა ჟურნალისტთა არაერთი თაობა, რომელიც დღეს წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას ქართულ მედიასივრცეში.

„P.S.“-მა საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით მრავალი წარმატებული პროექტი განახორციელა, რითაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონში დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების პროცესში. გაზეთი „P.S.“ მრავალჯერ მდგარა ფინანსური პრობლემების წინაშე, თუმცა, დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება არასოდეს გაუცვლია სხვა ფასეულობებზე, მას არასოდეს შეუწყვეტია აქტიური საქმიანობა და დღესაც ძველებური შემართებით განაგრძობს მკითხველთან ურთიერთობას.

მადლობა თითოეულ მკითხველს, ვინც ყოველ ორშაბათს მოუთმენლად მოელის ჩვენთან შეხვედრას! მადლობა ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც მიაჩნია, რომ „P.S.“ ერთ-ერთი საუკეთესო გაზეთია! და მადლობა თითოეულ ჟურნალისტს, რომელსაც სხვადასხვა დროს პროფესიული კეთილსინდისიერებით უღვაწია ჩვენს რედაქციაში.

 

„P.S.“ არ გიმტყუნებთ!

„P.S.“  მუდამ თქვენთან იქნება, ძვირფასო მკითხველო!

თქვენი რჩეული  გაზეთი  „P.S.“  

 

„P.S.“ – 15 

ჩვენ და მკითხველი

 

* * *

ეს ის გა­ზე­თია, რო­მე­ლიც იბრძვის. მაგ­რამ უფ­რო და უფ­რო მე­ტი ბრძო­ლაა სა­ჭი­რო, რომ გა­დავ­რჩეთ.

ოტია იო­სე­ლი­ა­ნი 

 

 * * *

 „P.S.“ კარ­გი გა­ზე­თია და ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნება ქუ­თა­ი­სე­ლი მკითხვე­ლი­სად­მი: მე­ტი ყურად­ღება გა­მო­ი­ჩი­ნონ მის მი­მართ. ასე­თი გა­ზე­თი ბევ­რი არ გა­მო­დის. ახლა მთე­ლი პრე­სა გაჯერებულია იმით, რომ გა­ლან­ძღონ ვი­ღა­ცა და აგი­ნონ პირ­და­პი­რი სიტყვებით. მაგ­რამ ეს გა­ზე­თი ამას არ კად­რუ­ლობს, თუმ­ცა დი­დი კრი­ტი­კაც იბეჭ­დება შიგ.

ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნება თქვენ­და­მი ერ­თი: კროს­ვორ­დი დაბეჭ­დეთ ერთ გვერ­დზე მთლი­ა­ნად, გა­ა­დი­დეთ. კაი კროს­ვორდს აკე­თებს ეს ვი­ღა­ცაა.

რე­ზო ჭე­იშ­ვი­ლი

 

 * * *

წლები  მა­კავ­ში­რებს „P.S.“-თან.  ეს არის გა­ზე­თი, რო­მელ­საც დი­დი რის­კის ფა­სად არა­ერთხელ და­უ­ცავს სი­მარ­თლე. ინ­ტერ­ვი­უები, რე­პორ­ტაჟები, პრობლე­მუ­რი სტა­ტიები, რომ­ლებიც მის ფურ­ცლებზე იბეჭ­დება, ყოველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლუ­რია. სი­ა­მოვ­ნებით ვი­გო­ნებ ფაქტს, რო­ცა ერთ წე­ლი­წადს გა­ზეთ­მა    „საუ­კე­თე­სო ად­ვო­კა­ტის“ ნო­მი­ნა­ცია მო­მა­ნი­ჭა და სიმბოლუ­რი სა­­ჩუ­ქა­რიც მო­მიძ­ღვნა:  ჯაჭ­ვებგაწყვე­ტი­ლი დი­დი და­თუ­ნია, ამით კი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ხერხია­ნობით მი­მა­ნიშ­ნა, თუ რას ნიშ­ნავს თა­ვი­სუფ­ლება ტუ­სა­ღი­სათ­ვის... გმად­ლობთ, „P.S.“-ელებო“, მა­რად თქვენს მე­გობრად ვრჩები.

ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი,

ად­ვო­კა­ტი

 

* * *

 და­არ­სების დღი­დან­ვე თქვე­ნი გა­ზე­თის დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მე­გობარი ვარ. ჩვენს შო­რის ხომ გან­სა­კუთ­რებული სითბოა. „P.S.“-ში არა­ერთხელ ასახულა ჩვე­ნი ან­სამბლის წარ­მა­ტებები, ფაქ­ტობრი­ვად, გა­ზე­თის ფურ­ცლებზე ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დებითი მა­ტი­ა­ნე შე­იქ­მნა. დარ­წმუ­ნებული ვარ, რო­გორც ყოველ­თვის, გა­ზე­თი მო­მა­ვალ­შიც გვერ­დით დაგ­ვიდ­გება და ჩვენ ერ­თად გა­ვა­კე­თებთ იმ დიდ, კე­თილ­შობილურ საქ­მეს, რა­საც ძირ­ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ფოლ­კლო­რის შე­ნარ­ჩუ­ნება და პრო­პა­გან­და ჰქვია.

ჩვე­ნო ძვირ­ფა­სო მე­გობრებო! გი­ლო­ცავთ 15 წლის იუბილეს და გი­სურ­ვებთ, „P.S.“-ის მარ­თა­ლი სიტყვა მუ­დამ ამ­შვე­ნებდეს ქარ­თულ მე­დი­ას!

ზე­ი­ნაბ ბურჯანა­ძე,

ფოლ­კლო­რის ცენ­ტრი - სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამბლის დი­რექ­ტო­რი

 

 

* * *

თქვე­ნი გა­ზე­თის აქ­ტი­უ­რი მკითხვე­ლი ვარ. ძა­ლი­ან დი­დი პა­ტივს ვცემ თქვენს რე­დაქ­ცი­ას და მომ­წონს თქვე­ნი და­მო­კი­დებულება ამ პრო­ფე­სი­ი­სად­მი. ყოველ­თვის ვამბობდი და ვამბობ: პრე­სამ, ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა სფე­რომ, ჩვენ, ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლებს, არ უნ­და მოგ­ვცენ შეც­დო­მის დაშ­ვების უფ­ლება, უნ­და გვაკ­რი­ტი­კონ სა­მარ­თლი­ა­ნად და ობიექ­ტუ­რად. გი­ლო­ცავთ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს გა­ზე­თის იუბილეს და გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტებებს.

ამი­რან ხვა­და­გი­ა­ნი,

თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რე

 

* * *

ვის­თვის რო­გორ, ჩემ­თვის კი „P.S.“ ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი გა­ზე­თია. ეს აზ­რი 15 წლის გან­მავ­ლობაში ჩა­მო­მიყალიბდა, რო­გორც ფაქ­ტი და მო­ცე­მუ­ლობა. მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა სუბიექ­ტუ­რი იყოს (ნა­ტო გუბელა­ძე და ნა­ნუ­ლი ცხვე­დი­ა­ნი ჩე­მი მე­გობრები არი­ან), ან ობიექ­ტუ­რი (მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, პრინ­ცი­პუ­ლობა და მი­უ­კერ­ძოებლობა); რო­გორც არ უნ­და იყოს, ამ გა­ზე­თის გა­რე­შე ჩემს ქა­ლაქს ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მახასი­ა­თებელი აკ­ლდება. ვუ­სურ­ვებ მთელ ქუ­თა­ისს და სა­კუ­თარ თავ­საც, რომ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი ამ მახასი­ა­თებლის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ნი­ლიყოს.

მე­რაბ გვა­ზა­ვა,

ქუ­თა­ი­სის სა­მეც­ნი­ე­რო ბიბლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი

 

 

* * *

ლა­დო  მესხიშ­ვი­ლის სახელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსახიობები და პი­რა­დად მე აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­ზეთ „P.S.“-თან. მოხარუ­ლი ვარ, რომ თქვე­ნი გუნ­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებით არის და­კომ­პლექ­ტებული. დარ­წმუ­ნებული ვარ, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თობა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დება, სი­ა­მოვ­ნებით ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ. გი­სურ­ვებთ ძა­ლი­ან ბევრ მკითხველს და ფი­ნან­სუ­რად გაძ­ლი­ე­რებას!

გი­ორ­გი სიხარუ­ლი­ძე,

ლა­დო მესხიშ­ვი­ლის სახელ­მწი­ფო თე­ატ­რის მმარ­თვე­ლი

 

* * *

გა­ზეთ „P.S.“-ს დაბადების 15 წლის თავს ვუ­ლო­ცავ. ვუ­სურ­ვებ, არა­სო­დეს დაღ­ლი­ლიყოს სი­მარ­თლი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში - მან ხომ სწო­რედ თა­ვი­სი პირ­და­პი­რობით და უკომ­პრო­მი­სობით და­იმ­კვიდ­რა ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი დღე­ვან­დელ თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­ში...

ასე­ვე ვუ­სურ­ვებ ფი­ნან­სურ სიძ­ლი­ე­რეს, რა­თა დღე­ვან­დე­ლი მა­ღა­ლი სტან­დარ­ტებისა და ტექ­ნო­ლო­გიების ეპო­ქა­ში, შეძ­ლოს და ღირ­სე­უ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლებებს.

გი­სურ­ვებთ მკითხველ­თა სიმ­რავ­ლეს.

ნი­ნო თვალ­თვა­ძე

სა­ია-ს ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლის თავმჯდო­მა­რე

 

* * *

მინ­და, „P.S.“-მა ბოლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პრინ­ცი­პი ემ­სახუროს სი­მარ­თლეს. იგი ხალხისაა და ვალ­დებულია და­იც­ვას ხალხის ინ­ტე­რე­სები.

მიყვარხართ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი, პა­ტივს ვცემ თქვენს ყოველ­დღი­ურ შრო­მას, სის­პე­ტა­კეს, ძიებას.

ეცა­დეთ, არ გა­გი­ტა­ცოთ მარ­ტო კრი­ტი­კამ. სი­კე­თე­საც და­ნახვა სჭირ­დება, წახალი­სება და სა­მა­გა­ლი­თოდ ქცე­ვა.

მწამს და მჯერა, რომ გა­ა­მარ­თლებთ საქ­მეს, რო­მელ­საც ემ­სახურებით და სა­ზო­გა­დოებაში თავს და­იმ­კვიდ­რებთ, რო­გორც მქა­და­გებელ­ნი ჭეშ­მა­რი­ტებისა.

იხარეთ, აღ­მავ­ლობის გზით გევ­ლოთ.

თე­ი­მუ­რაზ ლან­ჩა­ვა,

სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის იმე­რე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდო­მა­რე, სა­ზო­გა­დოება „ქუ­თა­ი­სე­ლის“ ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი

 

* * *

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი გა­ზე­თი, ჟურ­ნა­ლი, სხვა­დასხვა სახის პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მა გა­მო­დის. ძა­ლი­ან ძნე­ლია, აქე­დან რო­მე­ლი­მე პე­რი­ო­დულ­მა ორ­გა­ნომ თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­როს. თუმ­ცა, გა­ზეთ­მა „P.S.“-მა (ამას ვამბობ არა იმი­ტომ, რომ გა­ზე­თი იუბილა­რია), დღეს მარ­თლაც შეძ­ლო თა­ვი­სი თვითმყოფა­დი სახის დამ­კვიდ­რება ქარ­თულ პე­რი­ო­დულ გა­მო­ცე­მა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნებაში.

გი­სურ­ვებთ, რომ მო­მა­ვალ­შიც ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რად და სი­მარ­თლით მდგა­რიყავით ჩვე­ნი ცხოვ­რების მა­ტი­ა­ნის შექ­მნა­ში, რო­გორც ამას დღემ­დე აკე­თებდით.

ავ­თან­დილ ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი,

აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი, აკა­დე­მი­კო­სი

 

* * *

და­მო­უ­კი­დებლობის გა­მოცხადების შემ­დეგ ჩვე­ნი უნი­ა­თობისა თუ გა­რე­შე ძა­ლების ზე­წო­ლის შე­დე­გად, ქვეყნის­და სა­ზი­ა­ნოდ, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა და კულ­ტუ­რულ­მა ცენ­ტრმა დე­და­ქა­ლაქ­ში მოიყარა თა­ვი. შე­საბამი­სად: რე­გი­ო­ნებში სა­სი­ცოცხლო იმ­პულ­სები შე­სუს­ტდა. სწო­რედ ასეთ ვი­თა­რებაში მოახერხა გა­ზეთ­მა „პოს­ტსკრიპ­ტუმ­მა“, გამხდა­რი-ყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო და აკა­დე­მი­უ­რი ორ­გა­ნო. ანა­ლო­გი­უ­რი ხასი­ა­თის ჟურ­ნალ-გა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია. ყოვე­ლი­ვე ეს მიღ­წე­უ­ლია უდი­დე­სი ძა­ლისხმე­ვი­სა და უაღ­რე­სად აკა­დე­მი­უ­რი სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფის თავ­და­უ­ზო­გა­ვი მუ­შაობის შე­დე­გად. ასე­თი გა­მო­ცე­მები დე­ზო­რი­ენ­ტი­რებული სა­ზო­გა­დოების მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს ჰაე­რივთ სჭირ­დება. ამი­ტომ გულ­წრფე­ლად გი­ლო­ცავთ სა­იუბილეო თა­რიღს. მრა­ვა­ლი მოგ­ვე­ლო­ცოს.

ლუ­კა დვა­ლიშ­ვი­ლი,

ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რებული პრო­ფე­სო­რი

 

* * *

15 წე­ლი თით­ქოს არც ისე ბევ­რია ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მის­თვის, მაგ­რამ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლობაში გა­ზეთ „P.S.“-მა შეძ­ლო სა­კუ­თა­რი, გან­სა­კუთ­რებული ად­გი­ლის დამ­კვიდ­რება ქარ­თულ მე­დია სივ­რცე­სა და მკითხველ­თა ცნობიე­რებაში. თქვენ ყოველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­დით გა­სა­შუ­ქებელი სა­კითხების მრა­ვალმხრი­ვი სპექ­ტრით, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რებითა და ანა­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტიებით, წა­მოჭ­რი­ლი პრობლე­მების აქ­ტუ­ა­ლუ­რობითა და ობიექ­ტუ­რობით.

გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტებით გა­გეგ­რძე­ლებინოთ 15 წლის გან­მავ­ლობაში დამ­კვიდ­რებული და გა­მოც­დი­ლი ტრა­დი­ციები.

პროფ. გი­ორ­გი ღავ­თა­ძე

  აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვე­რსი­ტე­ტის

რექ­ტო­რის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი

 

* * *

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ზე­თი­სათ­ვის 15 წე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის თი­ნეიჯერუ­ლი ასა­კი. მოახერხო ჩვენს დრო­ში ოპე­რა­ტი­უ­ლობა და სა­მარ­თლი­ა­ნობა, არ ჩა­მორ­ჩე დროს და ღირ­სე­უ­ლად თქვა სათ­ქმე­ლი, მხოლოდ გო­ნებადამჯდართ ძა­ლუძთ. თქვენ სწო­რედ ასე­თები ხართ...

გა­ი­ზარ­დეთ, გაძ­ლი­ერ­დით, გამ­დიდ­რდით, გაიხარეთ და გაგ­ვახარეთ...

თა­მარ ღვი­ნი­ა­ნი­ძე,

ტე­ლე­კომ­პა­ნია „რი­ო­ნის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი

 

 * * *

სუ­ლი­თა და გუ­ლით მო­გი­ლო­ცავთ იუბილეს. 15 წლი­ა­ნი გა­ზე­თის არ­სებობა უკ­ვე მეტყვე­ლებს მის წარ­მა­ტებულობასა და ხალხის გა­ნუყოფელ ნა­წი­ლად ქცე­ვა­ზე. იმე­დი მაქვს, რომ გა­ზე­თი „P.S.“ კი­დევ ბევ­რი წე­ლი იქ­ნება არა­ერ­თი მკითხვე­ლის გა­ნუყრე­ლი მე­გობარი, სა­ინ­ტე­რე­სო სიახლეებით გა­გ­ვა­ნებივ­რებს. ჩე­მი თა­ნამ­შრომ­ლობა გა­ზეთ „P.S.“-თან გა­რე­მოს დაც­ვის კუთხით შედ­გა და ეს ურ­თი­ერ­თობა იყო სა­ინ­ტე­რე­სო, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი.

მა­კა ხეცუ­რი­ა­ნი,

ასო­ცი­ა­ცი­ის „ქა­ლები რე­გი­ო­ნების გან­ვი­თა­რების­თვის“ პრე­ზი­დენ­ტი

 

 

* * *

მე მიყვარს თქვე­ნი გა­ზე­თი! ვუ­სურ­ვებ მთელ მის ნი­ჭი­ერ კო­ლექ­ტივს შე­მოქ­მე­დებით წინ­სვლას, ობიექ­ტუ­რობას და შე­უ­პოვ­რობას! არ მოგწყენო­დეთ ამ ქა­ლა­ქი­სა და ქვეყნის­თვის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა! თქვენ გან­საზ­ღვრავთ წე­სი­ე­რებას და გე­მოვ­ნებას! ესე იგი, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დოების ჩა­მოყალიბების­თვის პრე­საა შე­უც­ვლე­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი! იღ­ვა­წეთ სიყვა­რუ­ლით!

შო­რე­ნა ჯანა­ძე,

ექი­მი-რა­დი­ო­ლო­გი

 

* * *

ვფიქ­რობთ, გა­ზეთ­მა თა­ვი­დან­ვე აი­ღო სწო­რი გეზ-მი­მარ­თუ­ლება - სა­ერ­თო-სახალხო საქ­მის მსახურება, - არა მხოლოდ ქა­ლა­ქის, არა­მედ მთე­ლი ქვეყნის მას­შტაბით: სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მწვა­ვე სა­კითხების წინ წა­მო­წე­ვით, ამას­თან ყურად­ღების მიღ­მა არ რჩება სუ­ლი­ერ-ზნეობრი­ვი, მხატ­ვრულ-ეს­თე­ტი­კუ­რი, მო­ზარ­დი თაობის აღ­ზრდი­სა და სწავ­ლა-გა­ნათ­ლების, ღვაწ­ლმო­სილ ადა­მი­ან­თა წარ­მო­ჩე­ნი­სა და პა­ტივ­გების, ახალი წიგ­ნების მკითხვე­ლი­სათ­ვის წარ­დგე­ნი­სა და მა­თი პი­რუთ­ვნე­ლი შე­ფა­სების სა­კითხები და ა.შ.

გუ­ლი­თა­დად მი­ვე­სალ­მებით და ვუ­სურ­ვებთ „P.S.“-ის ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუსს, ია­რონ წინ, ახალ სი­მაღ­ლე­თა და­საპყრობად, სახელი­სა და ავ­ტო­რი­ტე­ტის აღ­მა­ტებით!

მა­რი ხვე­დე­ლი­ძე,

სახალხო გა­ნათ­ლების წარ­ჩი­ნებული მუ­შა­კი

სი­მონ არ­ვე­ლა­ძე,

მწე­რა­ლი, ფი­ლო­სო­ფი­ის პრო­ფე­სო­რი, ქუ­თა­ი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე

 

* * *

არ­სებობის 15 წლის მან­ძილ­ზე გა­ზეთ­მა გა­მო­ი­ა­რა დრო, რო­მე­ლიც ყოვე­ლი მხრივ რთუ­ლი იყო ქვეყნი­სა და სა­ზო­გა­დოებისათ­ვის. ამ ხნის გან­მავ­ლობაში, სხვა­დასხვა მი­ზე­ზის გა­მო, ქუ­თა­ის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ზე­თი და ჟურ­ნა­ლი გა­მო­ვი­და და დაიხურა. თქვენ ამ გა­მოწ­ვე­ვას გა­უ­ძე­ლით, გა­დარ­ჩით და თა­მა­მი ნაბიჯებით გა­ნაგ­რძობთ სვლას მშობლი­უ­რი ქა­ლა­ქი­სა და ქვეყნის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

ზუს­ტად იცით, რას სთა­ვა­ზობთ მკითხველს და მკითხვე­ლიც გა­უწბილებლად ელო­დება მას, რი­სი მი­ღებაც სურს... გა­ზეთს მკვეთ­რად გა­მოხატუ­ლი პო­ზი­ცია აქვს და სხვას არ ჰგავს...

გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ სა­იუბილეო თა­რიღს. გი­სურ­ვებთ, კი­დევ ბევ­რი გა­გე­კე­თებინოთ ქუ­თა­ი­სის და ჩვე­ნი ქვეყნის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

თე­მურ ძი­ძი­გუ­რი

ცხვი­რის ქი­რურ­გი­უ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ქი­რურ­გი

 

* * *

„P.S.“-სად­მი ჩე­მი და­მო­კი­დებულება გან­სა­კუთ­რებულია. ამას გა­ნა­პი­რობებს მუდ­მივ­მოქ­მე­დი რუბრი­კა „ჩვე­ნი ენა ქარ­თუ­ლი“, რომ­ლის სა­შუ­ა­ლებითაც გა­ზე­თი ხელს უწყობს სა­ზო­გა­დოებას, გა­აც­ნოს: სულხან-საბას მარ­გა­ლი­ტები, უცხოუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გან­მარ­ტებები და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - რო­გორ ვი­მეტყვე­ლოთ სწო­რად.

ვუ­სურ­ვებ გა­ზეთს წარ­მა­ტებებს. კი­დევ დიდხანს ეღ­ვა­წოს ჩვე­ნი ქვეყნის სა­სი­კე­თოდ და სა­კე­თილ­დღე­ოდ!

რუ­სუ­დან სა­ღი­ნა­ძე,

აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რებული პრო­ფე­სო­რი

 

* * *

მიხარია, რომ ჩე­მი ცხოვ­რების რა­ღაც ეტა­პი და­კავ­ში­რებული იყო გა­ზეთ „P.S.“-თან და ეს იყო ერთ-ერ­თი კარ­გი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რებაში. დღემ­დე და ყოველ­დღი­უ­რად თვალყურს ვა­დევ­ნებ თქვენს პრო­ფე­სი­ულ ნაბიჯებს. პრაქ­ტი­კუ­ლად, რა­კი ერთ საქ­მეს ვემ­სახურებით, სა­ერ­თო ჭი­რი და ლხინი გვაქვს და გვეც­ნობა ის პრობლე­მები, რა გა­რე­მო­შიც ვიმყოფებით, - ამი­ტომ გი­სურ­ვებთ გამ­ძლეობას და მკითხველ­თა დიდ არ­მი­ას!

ია ბობოხიძე,

„ახალი გა­ზე­თის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი

 

* * *

15 წე­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლების­თვის არ­ცთუ პა­ტა­რა თა­რი­ღია, მით უფ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში. პი­რობებში რო­ცა მე­დი­ას უწევს „ბრძო­ლა“ თა­ვის დამ­კვიდ­რების, დამ­კვიდ­რებულის შე­ნარ­ჩუ­ნების და ახალი მიღ­წე­ვების­თვის. გა­ზეთ­მა „პოს­ტსკრიპ­ტუმ­მა“ ეს შეძ­ლო! 15 წლის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი სიძ­ნე­ლის მიუხედა­ვად, გა­ზე­თის ფურ­ცლები ყოველ­თვის სიახლეს, ანა­ლი­ტი­კას და, ხში­რად, მახვილ და გან­ჭვრე­ტილ სიტყვას სთა­ვა­ზობდა მკითხველს. მიხარია, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლება, მო­გი­ლო­ცოთ სა­იუბილეო თა­რი­ღი. გი­სურ­ვებთ დღეგ­რძე­ლობას და მკითხველ­თა ურიცხვ არ­მი­ას.

სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლებით - ქე­თე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი

რა­დიო „ძვე­ლი ქა­ლა­ქის“ პროგ­რა­მების დი­რექ­ტო­რი

P.S. წლე­ვან­დე­ლი წე­ლი, რა­დიო „ძვე­ლი ქა­ლა­ქის­თვი­საც“ სა­იუბილე­ოა და ზუს­ტად იმ­დე­ნი­სა ვართ, რამ­დე­ნი­საც გა­ზე­თი „პოს­ტსკრიპ­ტუ­მი“

 

* * *

გარ­კვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლობაში „P.S.“ ჩე­მი სახლიც იყო, სა­დაც ყოველ­თვის მხარ­და­ჭე­რა და სითბო მხვდებოდა, რო­გორც ნამ­დვილ სახლში.

იუბილე გან­ვლი­ლი გზის გა­და­ფა­სებისა და ახალი მიზ­ნების და­სახვის კი­დევ ერ­თი საბაბია. 15 წლის გან­მავ­ლობაში „P.S.“-მა მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რება და ცნობიე­რება შეც­ვა­ლა, ბევ­რი პრობლე­მის გა­დაწყვე­ტას შე­უწ-ყო ხელი. მაგ­რამ ჩემ­თვის, „P.S.“ პირ­ველ რიგ­ში არის გა­მო­ცე­მა, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი კულ­ტუ­რას უკა­ვია: ლი­ტე­რა­ტუ­რა, კი­ნო, თე­ატ­რი, მხატ­ვრობა - ხელოვ­ნება და ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც ქმნი­ან მას. „P.S.“ - ეს არის გა­მო­ცე­მა, რო­მელ­საც აინ­ტე­რე­სებს და სტკი­ვა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წი­ნა­შე არ­სებული პრობლე­მები,  მი­სი გან­ვი­თა­რების შე­საძ­ლო გზები და პერ­სპექ­ტი­ვები.

გი­სურ­ვებთ, ყოველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, ახალი  და ბევ­რის­თვის „სახლი“ ყოფი­ლიყავით.

თამ­თა თურ­მა­ნი­ძე,

კი­ნომ­ცოდ­ნე

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია