დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ახალაია ქურდებს „შეუსახლეს“
2012/11/14 15:55:36

გუშინ საღამოს ბაჩო ახალაია გლდანის მერვე საპყრობილიდან სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც კანონიერი კურდები იხდიან სასჯელს.

„იგი შესაძლოა შურისძიების მსხვერპლი გახდეს“, - მიიჩნევენ ყოფილი მინისტრის ახლობლები და მეგობრები და ქურდული სამყაროს მხრიდან შესაძლო შურისძიებაზე საუბრობენ.

ადვოკატებმა ბაჩო ახალაია დღესვე მოინახულეს აღმკვეთი ღონისძიების ადგილას, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოებას. „ჩვენ მივმართავ დეპარტამენტის უფროსს, მისი სხვაგან გადაყვანის შესახებ“, - განაცხადა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა.

ზეწოლასა და პირად ანგარიშსწორებაზე საუბრობს ბაჩო ახალაიას მამა, როლანდ ახალაიაც: „მისი აქ გადმოყვანა მოხდა იმიტომ, რომ მოახდინონ ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ქურდები მოძრაობდნენ წუხელ საკნებში მისი მიმართულებით. ეს არის სახელმწიფო ტერორი და შურისძიება. ის არის პირადი  პატიმარი.“

სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებასთან შეკრებილი ბაჩო ახალაიას ახლობლები და საპარამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხალმძღვანელისგან მოითხოვენ ახალაიას სხვა, უფრო უსაფრთხო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ესაა დღევანდელი ხელისუფლების რეაგირება და რეაქცია ნატოს განერალური მდივნისა და ევროკავშირის განცხადებებზე“.

ზურაბ ჯაფარიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი: „მე არ ვიცი, ბაჩო ახალაია არის თუ არა დამნაშავე იმ ბრალდებებში, რომელიც აქვს წაყენებული და რომელსაც წაუყენებენ. საერთოდ, არ ვიცნობ ბაჩო ახალაიას, მაგრამ ადამიანი, რომელმაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში შეძლო და დაუპირისპირდა ორგანიზებულ ჯგუფებს და ხერხემალში გადაამტვრია  დანაშაულებრივი სამყარო, როდესაც გადმოგყავს იმ დაწესებულებაში, სადაც ზიან ეს ქურდები, ეს არის, ცხადია, უკანონო, მაგრამ გარდა ამისა, ეს არის უზნეო საქციელი.“

ბაჩო ახალაია მეშვიდე საპყრობილეში სასჯელაღსრულების მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა მოინახულეს. მათი ინფორმაციით, მსჯარვდებული იმყოფება ცალკე საკანში, თუმცა მასთან სულ რამდენიმე მეტრში სასჯელს იხდიან კანონიერი ქურდები. მონიტორინგის ჯუფის წევრები აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაიას მოთავსება იმ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიან კანონიერი ქურდები, არ არის მიზანშეწონილი. ის გადაყვანილი უნდა იქნეს სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის პირადად იქნება ბაჩო ახალაიას უსაფრთხოების გარანტი. სუბარი ირწმუნება, რომ ახალაიას გადაყვანა მეშვიდე საპყრობილეში მისივე უსაფრთხოების მიზნით მოხდა. „ის იქ უსაფრთხოდ იქნება. მე პირადად ვიქნები ბაჩო ახალაიას უსაფრთხოების გარანტი. მას სხვა პატიმრებთან შეხება არ ექნება,“ - აცხადებს სუბარი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები სასჯელაღსრულების მინისტრიგან ახალაიას საპატიმრო ადგილის შეცვლას ითხოვენ.

შეიცვლება თუ არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილება, უცნობია.

 (ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1367
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია