დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დატოვებს თუ არა ღია ცის ქვეშ ემიგრანტ ნონა სოხაძის ოჯახს საქართველო?!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/16 12:03:24


ემიგრაციაში მყოფი (გერმანია) აფხაზეთიდან დევნილი სამი შვილის დედა (ანა, ელისაბედი, ემილია) ნონა სოხაძე საქართველოს პრეზიდენტს და შესამაბის (დევნილთა) სამინისტროს, თავშესაფრის - კანონით მისთვის და მისი ოჯახისთვის განკუთვლი ფართის გადაცემის თხოვნით მიმართავს! ის ასევე აფზაეთის უმაღლესი საბჭოს შუამდგომლობას სთხოვს, ვინაიდან მათი პრობლემა სახელმწიფომ დღემდე ვერ გადაჭრა!


ნონა სოხაძე წლებია ცხოვრობს ემიგრაციაში. ჯერ გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთში და ამჟამად ისევ გერმანიაში. ის ოჯახით შვილის გადასარჩენად წავიდა საზღვარგარეთ.  ელისაბედს ცერემბრალური დამბლა აქვს და ის მუდმივ და ძვირადღირებულ მკურნალობას საჭიროებს!


ასევე პოსტტრავმული აშლილობა დაუდგინდა ნონა სოხაძის პირველ შვილს - ანას!


-ვინაიდან, ოჯახს საქართველოში არ გვქონდა საშუალება გერმანიაში გავემგზავრეთ, სადაც ელისაბედს პერიოდულად უტარდებოდა მკურნალობა. ჩვენი ემიგრანტობა გერმანიით არ შემოფარგლულა, საფრანგეთშიც მოგვიწია ცხოვრება, საფრანგეთიდან ქართველების დევნის შემდეგ ისევ გერმანიაში გავბრუნდით. საშინელი დღეები გამოვიარეთ მე და ჩემმა შვილებმა... გვეძინა ქუჩაში, კარვებში, ვიდრე თავშესაფარს გადმოგვცემდნენ. საქართველოში იმიტომ  არ დავბრუნდით, რომ იქ შვილის სამკურნალო სახსრები არ გაგვაჩნია. ახლა გერმანიაც გვდევნის! სასოწარკვეთილი ვარ, არ ვიცი, სად წავიდე, რა გზას დავადგე სამი მცირეწლოვანი შვილით, ისეთი განცდა მაქვს, რომ არავის ვჭირდებით არც საზღვარგარეთ და არც საკუთარ სამშობლოში! იძულებული ვართ გერმანიაში დავწეროთ ე.წ. ,,სტოპი’’ და ჩვენი ნებით დავტოვოთ ქვეყანა, რათა არ დაგვადეპორტონ. არადა, საქართველოში არც დროებითი თავშესაფარი და არც მუდმივი საცხოვრებელი ფართი არ გაგვაჩნია!


ემიგრანტი, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა სოციალური ქსელით, ითხოვს შუამდგომლობას და ამბობს რომ თუ სახელმწიფომ მათ დასახმარებლად ზომები არ მიიღო პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს.


,,ჩემი ოჯახის თაობაზე მინდა მოგწეროთ, მყავს შვილი ცერემბრალური დამბლით (ელისაბედი) ასევე უფროსი შვილი (ანნა) პოსტტრავმული აშლილობის დიაგნოზით , ჩემი შვილის სამკურნალოდ წამოვედით საქართველოდან, რადგან ექიმმა პროფესორმა ნუნუ ლაითაძემ განვიცხადა, ამ ბავშვს აღარაფერი ეშველება ესე დარჩებაო , არც ინვალიდობა ეკუთვნისო , თუმცა გერმანიაში მიანიჭეს 80 პროცენტიანი ინვალიდობა , ასევე დადიოდა სპეც- სკოლაში , უტარდებოდა თერაპიები ,ვარჯიშები , ცურვა, ფსიქოლოგის დახმარება, ბავშვს აქვს გონებრივი ჩამორჩენა , და მარჯვენა მხარის პარალიჩი , ასევე მეუღლეს ფსიქიატრიული პრობლემები, ძაან გაგვაწვალეს ჩამოსლის დღიდანვე, 10 თვე სადეპორტო ბანაკში ვიმყოფებოდით , სულ შიშის და სტრესის ქვეშ , პროცედურების შემდეგ გერმანიამ საერთოდ უარი განგვიცხადა ყველაფერზე , ამის შემდეგ გადავედით საფრანგეთში სადაც 3 თვე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გვეძინა ქუჩაში მდინარის პირას სტრასბურგში , იქაც ყველანაირი დახმარება შეგვიწყვიტეს რადგან გერმანია ითხოვდა ჩვენს უკან დაბრუნებას საქართველოში დასადეპორტებლად ,  რადგან ვერ გაუძელით საფრანგეთში იმ აუტანელ პირობებს , ჩვენი ნებით დავბრუნდით გერმანიაში , ეხლა ვწერთ ,,სტოპს საქართველოში ნებაყოფლობით დასაბრუნებლად, რადგან დეპორტაცია გვემუქრება , საქართველოში არაფერი არ გამაჩნია, არც საცხოვრებელი და საერთოდ არაფერი, არა მყავს არც დედა არც მამა , უბრალოდ ძალიან მიჭირს ყველაფრის გადმოცემა , ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ რო მანდ დაბრუნებული ისევ ქუჩაში არ აღმოვნდე სამი შვილით.


ინფორმაცია დევნილი ნონა სოხაძის პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში, ჯგუფი ,,დევნილები დევნილებისთვის“ გაზიარდა, რომელსაც აფხაზეთის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ბაკარაძე გამოეხმაურა. როგორც ნონა სოხაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, ქალბატონი ქეთევანი მას პირადად შეეხმიანა წერილობით და მის კომპეტენციაში არსებული საკითხების გადაჭრას შეპირდა.

 

მანანა ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია