ამ დროისათვის ქუთაისში, პრესის სახლში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გასანეიტრალებლად და ჩასაქრობად მეხანძრეებს ერთ საათზე მეტი დასჭირდათ. 5 სახანძრო მანქანა მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ისინი შენობაში ოფისების მქონე რედაქციების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერებენ მე–4 და მე–5 სართულს და დააფიქსირებენ, რა არის დაზიანებული. შესაბამისად მოხდება ზარალის დათვლაც.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ხანძარი ამ შენობაში პირველი არაა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი გამომწვევი მიზეზის დადგენას და გამოძიებას.