დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთად ვიმოგზაუროთ სოფელ საზანოს ისტორიულ წარსულში
2016/02/28 17:02:25

მოგზაურობა  საზანოს ისტორიულ წარსულში   სოფლის  საჯარო სკოლის მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეებმა   სამოქალაქო განათლების პედაგოგის თემურ ჩუბინიძის ინიციატივით დაიწყეს.  იდეას განხორციელება კი  სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსით გახდა შესაძლებელი. მოსწავლეთა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა და პროექტი წარმატებით განხორციელდა.


ამ ადგილებში მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ თავისუფალი დროის გასატარებლად, სალაშქროდ, თუმცა, ნაკლებად იცოდნენ,  რომ სოფელ საზანოს გამორჩეული ისტორიული წარსული და ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.


სწორედ ამიტომ ქონდა პროექტს ორი მთავარი მიზანი: ახალგაზრდებმა გაიცნონ სოფლის ღირშესანიშნავი ადგილები და მოხდეს  სოფლის ისტორიული ძელგლების სკანდის ციხისა  და ჩიხორის კოშკის  ტურისტებისთვის პოპულარიზაცია.


საპროექტო ჯგუფის წევრებმა  თავიდანვე გადაინაწილეს ფუქციები და დავალებები. შეიქმნა სოფლის ახალი რუკა, სკოლაში მოეწყო ისტორიული კუთხე,  სადაც პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მასალები, ფოტოსურათები გამოიფინა.


მოსწავლეების მიერ მომზადაა  ორეენოვანი ტურისტული გზამკვლევი სოფელ საზანოს ისტორიული ძეგლების შესახებ. ვიდეო რგოლი, რომელიც პროექტის პოპულარიზაციისათვის შექმნილ facebook-ის გვერდზე განთავსდა.


მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ორი ადვოკატირების კამპანია დაგეგმეს,  სოფლის ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას წერილობით სთხოვეს. ასევე წერილობით მოითხოვეს ისტორიულ ძეგლებთან საინფორმაციო ნიშნულების განთავსება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტურიზმის დეპარტამენტმა მოსწავლეთა მოთხოვნა დააკამაყოფილა და ტურისტულ ძელგებთან უკვე დგას  საინფორმაციო ნიშნულები, უფრო მეტიც, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსწავლეთა იდეა უფრო ფართო მასშტაბები შესძინა, მათ გადაწყვიტეს, რომ საინფორმაციო ნიშნულები მუნიციპალიტეტის ყველა კულტურულ ძეგლთან განათავსონ.   გზების რეაბილიტაციასაც მიმდინარე წელს გეგმავენ.


,,სოფელ საზანოს ისტორიულ წარსულში მოგზაურობა’’  ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა უკვე კარგად იციან, ვისი გორისანი არიან. სოფელი საზანოს ისტორიული ძეგლები ახლა ტურისტებს ელოდებიან, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება ტურისტულ კომპანიებთან, რომლების ტურისტებს მოსანახულებლად  აღნიშნულ ძეგლებს ურჩევენ. ტურისტებს კი   ადგილზე საინფორმაციო ნიშნულები და და ორ ენოვანი ტურისტული გზამკვლევები დახვდებათ.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია