დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ფეისბუქკომენტარი
დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას - "ვიზალიბერალიზაციის სადღეგრძელო გვითხარით, შუშხუნები გაუშვით, თორემ ვიღაცას ეგონება, რომ არც გიხარიათ! ვაჰ!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/11 18:34:25

 

რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს და ხელისუფლებას საყვედურობს, რომ სათანადოდ ვერ აღნიშნა. 


"ეს ვიზალიბერალიზაცია რომ სააკაშვილის დროს მიგვეღო, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ამბავს ატეხდა? ჩამოიყვანდა კინოვარსკვლავებს, მომღერლებს და სპორტსმენებს, ტვინი გვექნებოდა წაღებული ნაირფერი კლიპებით, სადაც ვახტანგ გორგასალიდან ბუბა კიკაბიძემდე ყველა ილაპარაკებდა იმაზე, რომ ევროპა არის ჩვენი სახლი, ზუგდიდში სანდრა მეგრულად იმღერებდა, დავით დეფი და კოტე ყუბანეიშვილი წაგვიკითხავდნენ ლექსებს, ბათუმში ალი და ნინო შეიმოსებოდნენ ევროკავშირის ფერებში, სიღნაღში გავხსნიდით მსოფლიოში უგრძეს ევროშადრევანს და ა.შ. და ა.შ. სულ ფეირვერკებში, სალუტებში და კაი ამბებში სამი ტელევიზიით ერთდროულად. თვით მიშას პირდაპირ ჩართვებს და ევროპარლამენტარებთან ცეკვა-თამაშს ხომ ვერ აუვიდოდით?


ჰოდა, რა მინდა გითხრათ, პატივცემულო ხელისუფლებავ: გასაგებია, რომ მიშას უყვარდა გადაჭარბებები ზეიმში, მაგრამ ამხელა, მართლა ისტორიული ამბავი ხდება - ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა, რაზედაც მთელი თაობები ოცნებობდნენ ამ ქვეყანაში და რაღაც სისულელეებს რომ წერთ ევროპარლამენტარებს და სტრასბურგელ მოსამართლეებზე წუწუნებთ, მაგენი ნაციონალები ყოფილანო, ამის ნაცვლად გამოიხედეთ თვალში, მოაწყვეთ რამე ივენთი,აღნიშნეთ, იზეიმეთ, გაიხარეთ, ვიზალიბერალიზაციის სადღეგრძელო გვითხარით, შუშხუნები გაუშვით, მოკლედ რამე ჰქენით, მოძრაობა გააკეთეთ, თორემ ვიღაცას ეგონება, რომ არც გიხარიათ! ვაჰ!" - ასეთ რჩევებს აძლევს დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია