დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო კოდექსს „ოცნებისტები“ საკუთარ თავზე ირგებენ?
2013/04/01 16:11:13

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ახალი ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკრებულოს სამი მაჟორიტარი დეპუტატი გამოაკლდება, შუალედური არჩვენების დანიშვნა შესაძლებელი იქნება არამარტო ოქტომებრში, არამედ თებერვალში და ივნისშიც. ამ დრომდე არსებული კანონმდებლობით მხოლოდ ხუთი მაჟორიტარის გამოკლების შემთხვევაში ინიშნებოდა ადგილობრივი არჩვენები. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ ცვლილება ლოგიკურია და მას თავისი ახსნა აქვს.

„საარჩევნო კოდექსში შედის ცვლილებები, რომელიც ეხება შუალედური არჩვენების დანიშვნას, მაგრამ უკვე საკრებულოების დონეზე. ჩვენ იგივე ტიპის კანონი შემოვიტანეთ პარლამენტის არჩევნების დონეზეც, როდესაც სამმა მაჟორიტარმა დატოვა პარლამენტი. არსებული კანონმდებლობით შესაძლებელი იყო შუალედური არჩევნები დანიშნულიყო მხოლოდ ოქტომბერში, ვინაიდან მაჟორიტარებმა გადაინაცვლეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში და დატოვეს პარლამენტი, ჩვენ მივეცით მათ საშუალება, რომ შუალედური არჩევნები ჩატარებულიყო აპრილის თვეში. თქვენ იცით, რომ 27 აპრილს სწორედ ამ ცვლილების თანახმად, დანიშნულია შუალედური არჩევნები. ასეთივე რეგულაცია შემოგვაქვს საკრებულოების დონეზეც, რომ ნაცვლად ოქტომბრისა, შუალედური არჩევნების დანიშვნის საშუალება იყოს ივნისში და თებერვალშიც. შუალედური არჩევნები დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამი მაჟორიტარი გამოაკლდება საკრებულოს. რადგან, ნებისმიერი დონის საკრებულოში სამი დეპუტატი ეს არის ფრაქცია. ლოგიკურია თუ ერთი ფრაქცია გამოაკლდება საკრებულოს, უნდა დაინიშნოს ადგილობრივი არჩევნები. ის ხუთი წევრი, რომელიც წინა საარჩევნო კოდექსში იყო დაფიქსირებული, რასთან იყო დაკავშირებული, მაინცდამაინც ვერ გვიხსნიან ჩვენი კოლეგები, მგონი საარჩევნო ნიშანთან უფრო იყო კავშირში, რადგან ყველაფერს საკუთარ საარჩევნო ნომერს აბამდნენ“. - აცხადებს  ირინა იმერლიშილი.

დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი კიდევ ერთი ცვლილების ინიცირება მოხდა. მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერით საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თუ არის დარჩენილი ორი წელი, არჩევნები ვერ დაინიშნება. ცვლილების თანახმად კი, ეს შეზღუდვა შემცირდება ერთ წლამდე.

უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმრავლესობა თვითმმართველობებზე განხორციელებული ზეწოლების შემდეგ ახლა უკვე საარჩევნო კოდექსის საკუთარ თავზე მორგებას გეგმავს.

„ჩვენ მომხრე ვართ არჩევნების და ყველა იმ შედეგისა, რომელიც არჩვნების გზით დაფიქსირდება როგორც თვითმმართველობებში, ასევე - საპარლამენტო კუთხით. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ზეწოლების ფონზე მიმდინარეობს. მარტო მუნიციპალიტეტებში 1790 ადამიანი არის გათავისუფლებული ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დაახლოებით ხუთ თვეში. იქ, სადაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ 5 მოქმედ მაჟორიტარს ვერ დაატოვებინეს თვითმმართველობები ზეწოლის გზით, ბუნებრივია, უკვე კანონის მორგება ხდება იმ არსებულ რეალობაზე, რომელიც მმართველ გუნდს აწყობს. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია ამ კუთხით არის წინააღმდეგობრივი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნაციონალური მოძრაობა მომხრეა ყველა სახის არჩევნებისა, თუმცა ყველაფერი ეს არ უნდა ხორცილდებოდეს თვითმმართველობებზე ზეწოლის გზით“ - განაცხადა უმცირესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები უმცირესობის სამი მაჟორიტარი დეპუტატის ირინა იმერლიშვილის, სოსო ჯაჭვლიანისა და ონის მაჟორიტარის დეპუტატის, გოგი ჭელიძის მიერ არის ინიცირებული

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია