დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხონელობის დღესასწაულზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2019/05/06 11:44:00

 

 6 მაისს, გიორგობა დღეს,  ხონის მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო დღესასწაულში -  „ხონელობა 2019“ -  ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც მონაწილეობდა. 


ცენტრალურ ბულვარში ეროვნული ცენტრის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა.  აღნიშნული ნახატები და ხელნაკეთი აქსესუარები დაწესებულების ფსიქო–სოაციალური რეაბილიტაციის განყოფილებაში პაციენტების მიერ დამზადდა.

 

გამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.

 

ფსიქიკური ჯანმთელობის ეროვნული ცენტრი, როგორც ყველაზე დიდი და მულტიფუნქციური ფსიქიატრიული  დაწესებულება  ქვეყანაში, რომელიც ხონის ერთ-ერთ სოფელში, ქუტირში მდებარეობს,  "ხონელობას" თითქმის ყოველ წელს უერთდება. 

 

ხონელობა, ყოველი წლის 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს იმართება. საზეიმო ღონისძიებაში, ძირითადად ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებები და სოფლები მონაწილეობენ.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1360
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია