დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალადობრივმა კულტურამ 12 ქალის სიცოცხლე შეიწირა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/25 01:18:09

 

სამწუხარო სტატისტიკა  –  ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალადობრივმა კულტურამ 12 ქალის სიცოცხლე შეიწირა:


8 მარტს თბილისში ყოფილმა მეუღლემ 36 წლის ქალისთვის დანის რამოდენიმე ჭრილობის მიყენებით მოკლა;

 

14 მარტს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 25 წლის ქალი, ეჭვიანობის ნიადაგზე, გულმკერდში მრავლობითი ჭრილობის მიყენებით მოკლა;

 

15 მარტს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარმა ცოლი მაღაზიაში დანის რამოდენიმე დარტყმით მოკლა;

 

19 მარტს მარნეულში მამაკაცმა მეზობელი გოგონა მოკლა და ცხედარი გადამალა;

 

19 მარტს კახეთში 17 წლის გოგონამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ ოჯახს მისი დანიშვნა უნდოდა მისთვის არასასურველ მამაკაცზე.

 

20 მარტს სოფელ თამარისის მაცხოვრებლებმა 17 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია მისი, 51 წლის მეზობელი მამაკაცი;

 

16 აპრილს საჩხერეში 19 წლის გოგომ თავი მოიკლა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ. სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული;

 

23 აპრილს ორხევში 72 წლის ქალი მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების დროს დანით მოკლა;

 

იმავე დღეს თერჯოლაში ახალგაზრდა მამაკაცმა დედა ბლაგვი საგნით მოკლა;

 

28 აპრილს მამაკაცმა გერი გოგონა მოკლა,

 

15 მაისს 27 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 24 გასროლით მოკლა, მისი ძმა კი დაჭრა;

 

22 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში 8 შვილის დედა, რომელიც მეცხრე შვილზე იყო ფეხმძიმედ ქმარმა დილის 6:00 საათზე მოკლა და მიიმალა.

 

 

წყარო: http://www.ginsc.net/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3249
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია