დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო საზოგადოების თვითმბრუნავი ბორბალი
2013/03/18 13:25:37

პოლიტიკური რეალო დღევანდელ საქართველოში

 

 

თავის დროზე ოსვალდ შპენგლერი ზულეაშიევროპის აღსასრულიწერდა: „კაცორიოას არა აქვს არავითარი მიზანი, არავითარი იდეა, არავითარი გეგმა, ისევე, როგორც არა აქვთ მიზანი პეპლეისა და ორქიდეეის საეე.“ აღნიშნულისაგან განსვავეით, ამამად საქართველოში ერთმანეთთან დაპირისპირეულიპროკონსტიტუციური ოპოზიციისადა რეალური ელისუფლეის მიზნე თვალდათვალ გამოკვეთილია: პირველი - ხელისუფლეის ერთელ კიდევ დარუნეას, ხოლო მეორე - სამოქალაქო საზოგადოეის მშენელოას ცდილო. აი, ორი უკიდურესი, ერთმანეთზე გადაკიდეული პოზიცია, რომლეითაც რეალური ამისა და ზიგზაგეის თანმიმდევრო აისა.

 

რისი, რა მოვლენის მომავალი აინტერესებს ხალხს? ხელისუფლების თეზისებში ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხია გაცემული: თვითმმართველი ქალაქების გამართვა, სამხარეო საბჭოების დაფუძნება და სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება. ასეთნაირად, დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ძირეული მოტივი სამოქალაქო საზოგადოების მომავალია.

ჟივილ-ხივილი იმის შესახებ, რომ ქვეყანა წარსულისაკენ მიიქცევა, ხოლო ტრადიციული მაღალი ღირებულებები ჰკარგავენ თავიანთ ძალას, - ბოლომდე გაუცნობიერებელი განცდა, რომელიც მშფოთვარე სახით გარკვეულ ჯგუფს ეუფლება, - ამ ვითარებისათვის არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება. საღად მოაზროვნე ადამიანები თანადროულ ვითარებას განიხილავენ ჭეშმარიტება - მცდარობის თვალსაზრისით. მოქმედებების გაანალიზებისას მათ აინტერესებთ - მიზანშეწონილი თუ მიზანშეუწონელი არიან ისინი. განცდის გამოსახულებები ახლანდელი მდგომარეობის წინაშე წარმოდგებიან სიმართლე-ტყუილის ასპექტით. ამიტომ, რომელიმე „გაუწაფავი“ პოლიტიკოსის მიმართ კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ იგი, ვინც ამ პიროვნების რომელიმე დებულებას აშარჟებს, მასზე მაღლა იდგეს. ასე რომ იყოს, მარტინ ლუთერის, მოჰანდას კარამჩანდ განდისა და აბრაამ ლინკოლნის ყველა კრიტიკოსი მათზე დიდ მოღვაწედ უნდა მიგვეჩნია, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ასეთ კურიოზს იშვიათად ჰქონია ადგილი.

საზოგადოება ამჩნევს ამა თუ იმ პოლიტიკოსთა ავტორიტეტისეულ განსხვავებებს. გვარების დაუსახელებლად, საკმარისია, შევადაროთ რამდენიმე მათგანი ერთმანეთს, რომ ამაში დავრწმუნდეთ. პოლიტიკური გამორჩეულობის ნიშნით ისინი გათიშულნი არიან ერთმანეთისაგან. ადრინდელი წინამძღოლის ყოფიერება მოთავსებულია დაქუცმაცებული საქართველოს იმ სივრცეში, რომელიც მას ეკავა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან - 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. მოკლედ რომ ვთქვათ, წინარე მთავრობის ერა გრძელდებოდა საყოველთაო არჩევნებში დამარცხების დღემდე; ამჟამინდელი ხელისუფლების ყოფიერება მოქცეულია, ასევე, ოკუპირებული ქვეყნის სივრცეში, მაგრამ - საბოლოოდ დაუდგენელი დროით. მიუხედავად ამისა, ახალმა ძალამ გამოააშკარავა წინა ხელისუფლების ხელუყრელობა, რის გამოც, თავდაჯერებულმა ერთპარტიულებმა, რომლებიც თავიანთ ღვაწლმოსილებაში დარწმუნებულნი იყვნენ, ფეხქვეშ მყარი ნიადაგი დაკარგეს.

ადმინისტრაციულ ერთეულებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის სტრუქტურები კეთილსინდისიერი ადამიანებისაგან უნდა დაკომპლექტდეს. გლეხის ნიღაბს ამოფარებული, ცხვრის ტყავში გახვეული მგელი თვითმმართველობის რეალიზაციას ვერ განახორციელებს, რადგან ამგვარი                            „თვითშემოქმედება“, ხშირ შემთხვევაში, განუკითხაობაში გადადის. ასეთ ვითარებაში, ერთი ცნობილი დებულების პარაფრაზირებით, ვერავინ იტყვის საყვედურს იმის გამო, რომ ხალხის მსახურს საკუთარი გული არ გააჩნია, რადგან ეს სასიცოცხლო ორგანო საზოგადოების ბირთვისგან შედგება. ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ სიამტკბილობას არ მოიტანს. ორაზროვნება, ორსახოვნება და ორხელისუფლებიანობა ახალი ცხოვრების საფუძვლად არ გამოდგება. ასერიგად, საზოგადოებრივი თვითმმართველობა შექმნის ზედმეტად თავისუფალი სახელმწიფოს ილუზიას, სადაც მუდმივი უნდობლობა და ქიშპობა იქნება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი იმის გარკვევა, თუ ოპოზიციასა და მთავრობას შორის გადებულ, ყბადაღებული კოიტაციის დიდ კიეზე რომელ საფეურს იკავე პატიოსანი მოქალაქე.

ამრიგად, სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურები სამთავრობო გონების თვითნებურ ქმნილებას კი არ უნდა წარმოადგენდნენ, არამედ იგი უნდა ასახავდეს ჩვენში არსებული რეალური ვითარების მოვლენებს.

აქედან გამომდინარე, ფილისტერთა გასართობ და ყოვლად გამოუყენებელ ბუფონადად გვევლინება უშრომლად, სოფლის მეურნეობასა თუ ეკონომიკაში არსებული პრობლემების მოგვარება. ამიტომ თანამდებობების შენარჩუნებისა და დაკარგული ძალაუფლებით გამოწვეული წუხილის ნაცვლად, საერთაშორისო ეკონომიკური მიღწევების მოპანოვართა ათვისება გვმართებს: მაგალითად, ამერიკელი სოციოლოგ-ეკონომისტ უოლტ უიტმენ როსტოუს ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოების განვითარების ხუთი თეორიის მიხედვით, პროგრესს - ტექნოლოგიების სრულყოფის შედეგად - მოთხოვნილების დაკმაყოფილების დონე ქმნის. ასე რომ, ოპონენტებს შეუძლიათ, თავი ისე წარმოიდგინონ, როგორც სურთ, მაგრამ მათზე მაინც „იბატონებს“ სამოქალაქო საზოგადოება.

 

ნუგზარ გულორდავა,

ფილოლოგიის მეცნიერეათა დოქტორი, პროფესორი; გერმანიის ტექნიკური თანამშრომლოის საზოგადოეის (GTZ) პროექტის - „თვითმმართველოის სკოლა“ - კონკურსში გამარვეული

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1450
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია