საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მუხნარის დასახლებაში წყლის მაგისტრალზე სამუშაოები სრულდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/26 16:12:37

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორმა მიხეილ თათარაძემ, მუხნარის ტერიტორიაზე მიმდინარე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათველიერეს.


ადგილობრივი თვითმმართველობის თხოვნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ "რიონჰესის" ტერიტორიაზე სამუშაოები 2 კვირის წინ დაიწყო. პროექტი, რომელიც მუხნარის ტერიტორიული ორგანოს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს ორ თვეში დასრულდება.


 

აღნიშნული დასახლების მცხოვრებლები(350 ოჯახი), წლებია ტექნიკურ წყალს მოიხმარენ. იცვლება ოთხკილომეტრიანი ცენტრალური მაგისტრალი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია