დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მასწავლებელთა მასობრივი შემცირების წინ განათლების სამინისტრო მათი უფლებათა დამცველი
2010/06/14 13:25:56

მიმართვა მასწავლებლებს

8 ივ­ნისს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო­ში რა­ი­ო­ნუ­ლი რე­სურ­სცენ­ტრების ხელ­მძღვა­ნელ­თა თათბირი გა­ი­მარ­თა. შეხვედ­რა­ზე ისაუბრეს სა­მი­ნის­ტროს მი­ერ გან­ზრახული ნო­ვა­ციების შე­სახებ, რო­მელ­თა განხორ­ცი­ე­ლება მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლის და­საწყისი­დან იგეგ­მება. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ისა­ა, რომ თათბირის შემ­დეგ რა­ი­ო­ნებში დაბრუ­ნებულ­მა რე­სურ­სცენ­ტრების უფ­რო­სებმა ოპე­რა­ტი­უ­ლად შეკ­რიბეს საჯარო სკო­ლების დი­რექ­ტო­რები და კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­აფრთხილეს, რომ ივ­ნი­სი­დან აღარ გა­და­რიცხონ სა­წევ­რო გა­და­სახადი სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის ან­გა­რიშ­ზე. ამ გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ზე­ზად და­სახელ­და ის გა­რე­მოება, თით­ქოს პროფ­კავ­შირ­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის არაა გა­ფორ­მებული ხელ­შეკ­რუ­ლება. ამა­ვე დროს, დი­რექ­ტო­რებს მის­ცეს კუ­ლუ­ა­რუ­ლი გაფრთხილება, რომ არა­ვი­თარ შემთხვე­ვა­ში არ მო­ა­წე­რონ ხელი ხელ­შეკ­რუ­ლებებს, მა­თი წარ­მოდ­გე­ნის შემთხვე­ვა­შიც კი.

სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი­ა, სა­მი­ნის­ტრო ვა-ბან­კზე წა­ვი­და და გა­დაწყვი­ტა, კუთ­ვნი­ლი სა­წევ­როს გა­და­რიცხვის შე­ჩე­რებით ფი­ნან­სუ­რად და­ან­გრი­ოს მას­წავ­ლებელ­თა უფ­ლებების ერ­თა­დერ­თი დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია.

რა იმა­ლება ასე­თი უპ­რე­ცენ­დენ­ტო ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრობის უკან?

მას­წავ­ლებლებმა უნ­და იცოდ­ნენ, რომ სა­მი­ნის­ტრო გეგ­მავს მათ მა­სობრივ შემ­ცი­რებას.

მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლის და­საწყისი­დან სკო­ლებში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა მას­წავ­ლებელს უნ­და ჰქონ­დეს სრუ­ლი კვი­რე­უ­ლი დატ­ვირ­თვა - 18 სა­ა­თი. ამის შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი სა­ა­თები გა­და­ნა­წილ­დება სხვებზე და სკო­ლა­ში დარ­ჩებიან მხოლოდ ისი­ნი, ვი­საც ექ­ნება მი­ნი­მუმ ნახევა­რი კვი­რე­უ­ლი დატ­ვირ­თვა - 9 ან ცო­ტა მე­ტი სა­ა­თი. ნახევარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მცი­რე დატ­ვირ­თვის მქო­ნე მას­წავ­ლებლები, აგ­რეთ­ვე, სა­პენ­სიო ასა­კის მქო­ნე­ნი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნობა მთელ ქვეყანა­ში ათა­სობითა­ა, უმუ­შევ­რობის­თვის არი­ან გან­წი­რულ­ნი.

სა­მი­ნის­ტრო­ში კარ­გად იცი­ან, რომ ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რო­მე­ლიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გება მას­წავ­ლებელ­თა მა­სობრივ გა­თა­ვი­სუფ­ლებას, პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რია (განსხვა­ვებით ე.წ. „გა­ნათ­ლების პრო­ფე­სი­უ­ლი სინ­დი­კა­ტის­გან“, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ში კვერს უკ­რავს სა­მი­ნის­ტროს და ასე­ვე მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უცხადა მას ამ საქ­მე­შიც). ამ­დე­ნად, პროფ­კავ­ში­რის პა­რა­ლი­ზება სა­ერ­თო კამ­პა­ნი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

ამ თვალ­საზ­რი­სით, მოხერხებულად იქ­ნა შერ­ჩე­უ­ლი დროც, ზაფხულის და­საწყისი, რო­მე­ლიც შვებულების გა­მო, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მკვდარ სე­ზო­ნად ით­ვლება. ამ დროს გა­ნათ­ლების მუ­შა­კები კომ­პაქ­ტუ­რად არ არი­ან შეკ­რებილი სას­წავ­ლო და­წე­სებულებებში და ვერ შეძ­ლებენ, ორ­გა­ნი­ზებული წი­ნა­აღ­მდე­გობა გა­უ­წი­ონ სა­მინ­ისტროს ვე­რა­გულ ჩა­ნა­ფიქრს.

სა­წევ­როს გა­და­რიცხვის შე­ჩე­რებით გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტრო მძი­მე პრობლე­მების წი­ნა­შე აყენებს პროფ­კავ­შირს, რო­მე­ლიც, მი­ნი­მუმ ოქ­ტომბრამ­დე მა­ინც, უფი­ნან­სობის გა­მო, მოკ­ლებული იქ­ნება ქუ­ჩა­ში გა­საყრე­ლად გან­წი­რუ­ლი მას­წავ­ლებლების დაც­ვის შე­საძ­ლებლობას. ივ­ნის­ში მას­წავ­ლებლები იღებენ არა მარ­ტო ამ თვის, არა­მედ ზაფხულის საშ­ვებულებო ხელ­ფასს და, შე­საბამი­სად, აქე­დან პროფ­კავ­შირს ერიცხება კუთ­ვნი­ლი სა­წევ­რო - 1%. იმის მიუხედა­ვად, რომ მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებლობიდან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლების ად­მი­ნის­ტრა­ცია ვალ­დებული­ა, შე­ას­რუ­ლოს სა­წევ­როს გა­და­რიცხვის სა­ფი­ნან­სო ოპე­რა­ცი­ა, მი­ნის­ტრის ზე­პი­რი (ყურად­ღება მი­აქ­ცი­ეთ, ზე­პი­რი, და არა დო­კუ­მენ­ტუ­რი) მი­თი­თებების სა­ფუძ­ველ­ზე, იძუ­ლებული­ა, და­არ­ღვი­ოს კა­ნო­ნი. შე­საბამი­სად, ხვალ-ზეგ სა­მარ­თლებრი­ვი პა­სუხის­მგებლობა და­ე­კის­რებათ დი­რექ­ციებს და არა - იმას, ვინც გან­კარ­გუ­ლება გას­ცა. ბ-ნი შაშ­კი­ნი საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნია სა­ა­მი­სოდ, რომ უკა­ნო­ნო საქ­ცი­ე­ლის ჩა­დე­ნის დროს დო­კუ­მენ­ტუ­რი კვა­ლი არ და­ტო­ვოს.

ძვირ­ფა­სო კო­ლე­გებო, მას­წავ­ლებლებო, პროფ­კავ­ში­რის წევ­რებო! ყოველ­გვა­რი დრა­მა­ტიზ­მის გა­რე­შე გეუბნებით - თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი უმ­ძი­მე­სი პრობლე­მის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. ათა­სობით თქვენ­განს უმუ­შევ­რობის­თვის წი­რა­ვენ, ხოლო 105 წლის სახელო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე პროფ­კავ­ში­რის ლიკ­ვი­და­ცია უნ­დათ. ის, რაც არ უკად­რებია შე­ვარ­დნა­ძის ძირ­მომ­პალ რეჟიმს, იკად­რა და იკის­რა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს  გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტრომ: მან კა­ნონ­გა­რე­შე გა­მო­აცხადა მას­წავ­ლებელ­თა უფ­ლებების დამ­ცვე­ლი, უზარ­მა­ზა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე ერ­თა­დერ­თი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი და ფა­შის­ტუ­რი მე­თო­დებით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის ამოქ­მე­დებით ცდი­ლობს მის და­სა­მა­რებას.

უსა­მარ­თლობას გა­ერ­თი­ა­ნებული ძა­ლით უნ­და შე­ვებრძო­ლოთ. თუ გსურთ, რომ პროფ­კავ­შირ­მა კვლა­ვინ­დებურად შეძ­ლოს თქვე­ნი უფ­ლებებისათ­ვის ბრძო­ლა, დღეს მას მხარ­ში უნ­და ამო­უდ­გეს ყვე­ლა მას­წავ­ლებელი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ფი­ნან­სო არხების დახშობის შემთხვე­ვა­ში, მზად იყავით იმი­სათ­ვის, რომ ხელ­ზე აკ­რიბოთ სა­წევ­რო გა­და­სახადი. ეს სა­ჭი­როა ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლების­თვის, საპ­რო­ტეს­ტო სატ­რან­სპორ­ტო უზ­რუნ­ველყოფის­თვის,  აქ­ციების ორ­გა­ნი­ზების­თვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტებისათ­ვის, ეს სა­ჭი­როა თქვე­ნი­ვე სა­მუ­შაო ად­გი­ლების შე­ნარ­ჩუ­ნების­თვის.

ჩვე­ნი ერ­თობა ჩვე­ნი­ვე გა­მარჯვების სა­წინ­და­რია!

 

მი­ნის­ტრები მი­დი­ან და მო­დი­ან. მას­წავ­ლებლები და მა­თი უფ­ლებების დამ­ცვე­ლი პროფ­კავ­ში­რი ვრჩებით!

 

სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის აღ­მას­რუ­ლებელი საბჭო

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია