დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყება განათლების მინისტრმა მიულოცათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/07/01 10:14:33

დღეს საქართველოში ეროვნული გამოცდები დაიწყო...


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყების პირველი დღე მიულოცა, წარმატებები, დასახული მიზნების მიღწევა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანისთვის გამოცდები მაღალი შედეგით დასრულდება.

 

„თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი დაიწყო.მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, რადგან კარგად გესმით, ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, თქვენი პირადი კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარების წინაპირობაა. გულითადად გისურვებთ წარმატებებს. იმედი მაქვს, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელებთ იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელსაც სკოლებში დაეუფლეთ“ - მიმართა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია