დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საფინანსომ „მაკნატუნა“ ჩააკნატუნა...
2012/12/17 13:20:25

ქუთაისში, პარლამენტის შენობის შესასვლელთან გამართული საპროტესტო აქციები თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. 12 დეკემბერს ტრანსპარანტები და ლოზუნგები შპს „მაკნატუნას“ თანამშრომლებმა გამოფინეს. ისინი თავიანთ ხელმძღვანელებთან ერთად, საფინანსო პოლიციის მიერ ფირმის ორი დისტრიბუტორისა და დირექტორის, კოტე ირემაძის დაკავებას აპროტესტებდნენ.

 

 

როგორც შპს „მაკნატუნას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია გუმბერიძემ „P.S.“-თან საუბრისას აღნიშნა, შპს „მაკნატუნას“ პატიოსნად შეჰქონდა თანხები ბიუჯეტში, დასაქმებული ჰყავდა 80 თანამშრომელი - დისტრიბუტორებიანად. ფირმა მუშაობდა ადგილობრივ ნედლეულზე და თავად იხდიდა გლეხის „დღგ“-ს. შემოტანილ მზესუმზირაზე მუშაობა გაცილებით მომგებიანია, მაგრამ, ადგილობრივი გლეხის წახალისების მიზნით, ფირმა მიდიოდა ამ დათმობაზე. ფირმა იყო კონკურენტუნარიანი, რაც, როგორც ჩანს, ხელს უშლიდა სხვა ფირმის ბიზნესინტერესებს...

„მაკნატუნას“ თანამშრომლების მიერ გამოტანილ ლოზუნგებზე ეწერა და პირად საუბარშიც გვითხრეს, რომ საფინანსოს ძველი თანამშრომლები ქირია და გამყრელიძე არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, ახლა ცდილობენ, ხალხი აუმხედრონ ახალ ხელისუფლებას, რაც ძალიან აშკარად ატარებს საბოტაჟის ნიშნებს. ფირმის დირექტორი და დისტრიბუტორები დაკავებულები არიან მარტო იმისათვის, რომ სასაქონლო ზედნადებში შეცდომით სხვა თანხა იქნა ჩაწერილი.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ისინი უკვე ოთხი წელიწადია, მუშაობენ ფირმაში. „ამ ფირმის ხელშეწყობით ვარჩენდით ოჯახებს, ყველას გვყავს შვილები, ვიხდიდით მათი სწავლის თანხებს. ხედავთ, დღეს რა მდგომარეობაა, ყველგან უმუშევრობაა, ამ ქვე-ყანაში დღეს ყველას ხვალინდელი დღის შიში აქვს. თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ჩვენ ხვალ აქ მოვიყვანთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს და ყველანი ერთად მოვაწყობთ საპროტესტო აქციას.“ - გვითხრა შუა ასაკის ქალბატონმა.

ელენე ჯანელიძე, დაკვებული დისტრიბუტორის, ლაშა ტიტუაშვილის მეუღლე: „ჩემი მეუღლე 11 დეკემბერს დისტრიბუტორ ნიკა იობიძესთან ერთად დააკავეს - როგორც გვიან გავარკვიე, სასაქონლო ზედნადებში არასწორად ამოწერილი 22 ლარის გამო. ეს ქუთაისში ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. როგორც ჩანს, საფინანსო პოლიცია თანამშრომლობდა მაღაზიის მუშაკებთან. არსებობს ფარული კამერით გადაღებული ვიდეოფირი, რის საფუძველზეც აღიძრა საქმე და დაიჭირეს ფირმის სამი თანამშრომელი. დაკავებულები იმერეთის რეგიონული პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილები.“

ფირმიდან საფინანსო პოლიციის მიერ გატანილი სერვისის გამო, როგორც თანამშრომლებმა გვითხრეს, სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია და მათთვის გაურკვეველი - რამდენხანს იქნებიან ისინი ამ სიტუაციაში.

... გირაოს - 15 ათასი ლარის გადახდის შემდეგ, 13 დეკემბერს    „მაკნატუნას“ თანამშრომლები გაათავისუფლეს.

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია