ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგიონული პროექტების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 13,6 მილიონი ლარის ფარგლებში ქუთაისში 38 ქუჩის და ხარაზოვის ბაღის რეკონსტრუქცია მოხდება. აღნიშნულ პროექტების განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს დღეს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ და ქუთაისის მერმა ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში.
რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებით: მიმდინარე პროქტების დასრულების შემდეგ, შესაძლებელია, ქუთაისში სხვა პროქტების განსახორციელებლად დამატებითი თანხები გამოიყოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტების ბიუჯეტი შესრულდება. 38 ქუჩის რეაბილიტაციისათვის გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებულმა კომპანიებმა სამუშაოები 4 თვის ვადაში უნდა დაასრულონ.
დღესვე გამართულ შეხედრაზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის წყალმომარაგების მხრივ არსებული პრობლემა სრულად მოგვარდება. წყალმომარაგების პროექტზე ტენდერი აზიის განვითარების ბანკმა გამოაცხადა, რისთვისაც 60 მილიონი ლარი გამოიყო.
დღესვე რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ და და ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა რეაბილიტაციის პროქტში შესული რამდენიმე ქუჩა მოინახულეს და სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.