საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საშობაო ალილოს პარლამენტარები, შვილებთან ერთად შეუერთდნენ
2017/01/07 16:01:57

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები შვილებთან ერთად ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ.


ალილოს პატარა მონაწილეებს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს. ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და მას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე ჰქონდა.

 

„კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასაწაულს. დღეს მივიღეთ ალილოს ღონისძიებაში მონაწილეობა, ძალიან კარგი გრძნობაა და კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას შობის დღესასწაულს და ვუსურვებ ძალიან ბევრ სიყვარულს, ბევრ სიკეთეს 2017 წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის სასახლიდან მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ გაგრძელდა და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან. ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიტანილი შემოწირულობანი ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაუნაწილდებათ. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს და მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით 2001 წელს აღდგა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1778
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია