აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა სახელწოდებით “ენა და კულტურა” . ორგანიზატორი გახლდათ “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა მიქაძე. კონფერენციას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მანანა კობახიძე და გუბაზ სანიკიძე.
“კონფერენცია არის შინაარსობრივად ძალიან საინტერესო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ეს ტარდება ქუთაისის უნივერსიტეტში. ქუთაისი უნდა იქცეს სამეცნიერო, საუნივერსიტეტო ცენტრად და ასეთი ტიპის საერთაშორისო კონფერენციები, რა თქმა უნდა, ძალიან ღირებულია ამ ქალაქისთვისაც და სამეცნიერო საზოგადოებისთვისაც. აქ მონაწილეობენ მეცნიერები როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე სხვა 14 ქვეყნიდან, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ კონფერენციის ხარისხს და მნიშვნელობას”- განაცხადა პარლამენტის ვიცე- სპიკერმა მანანა კობახიძემ.