დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიგა შუშანია: „გოჩა თევდორაძე ტიპურ მაფიოზად ჩამოყალიბდა"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/07 16:31:09

„პატრიოტთა ალინსის“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოჩა თევდორაძის ბრალდებებს იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორი გიგა შუშანია გამოეხმაურა.

შუშანიას განცხადებით, გოჩა თევდორაძე ტიპური მაფიოზია, რომლის შესახებაც ყველა კარგად არის ინფორმირებული და ახლა თევდორაძე ცდილობს სხვებსაც დასწამოს ცილი.

„ჭავჭავაძის გამზირზე აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით კონფლიქტი მქონდა გოჩა თევდორაძესთან. 2007 წელს, როდესაც სამი კვირით ვიყავი მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ჩემთან შემოვიდა განცხადება, რომლის საფუძველზეც, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული მიწის ფართი ყოველგვარი აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის გზით უნდა გადასცემოდა შპს "იბერიის ვარსკვლავს", მე ჩავთვალე, რომ ეს იყო კორუფციული გარიგება და ამ განცხადებას შესაბამისი რეზოლუცია დავადე. 2011 წლის ნოემბერში კი ნუგზარ შამუგიას ხელმოწერით ტერიტორია დავით კოსტავს გადაეცას. თავის დროზე მოხდა უკანონოდ გაცემა, რადგან ტერიტორია თითქმის 71 ლარად მიეყიდა „იბერიის ვარსკვლავს", რომლის 25% –იანი წილის მფლობელია გოჩა თევდორაძეა, თუმცა, ეს წილი ცოლისძმის სახელზე აქვს გადაფორმებული. ამ გარიგებით უპირველეს ყოვლისა ქალაქის ბიუჯეტი დაზარალდა, რადგან ტერიტორიის კანონიერად გასხვისების შემთხვევაში ბიუჯეტში მინიმუმ მილიონი ლარი უნდა შესულიყო. საქმე ისაა, რომ გოჩა თევდორაძე ჩამოყალიბდა ტიპიურ მაფიოზად, რომელიც ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, ვითომდა სხვებიც არ არიან  მასზე უკეთესები."–აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" გამგეობის წევრი გიგა შუშანია.

მისივე განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „GRAND MALL"–ში წილს არასოდეს ფლობდა, რადგან მისი ხელფასი ბიზნესის კეთების საშუალებას არ აძლევდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია