დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში კვლავ რუსეთი და უკრაინა ლიდერობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/09 10:43:12

 

ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა


სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველო დან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22% შეადგინა.


ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი - 32% (2465541) და დიდი ბრიტანეთი - 22% (67310); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით:რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 69% (31050)), ნიდერლანდები - 47% (60309), გერმანია - 22% (349216), ლიეტუვა - 18% (331620), ესტონეთი - 16% (420704), კანადა -13% (119418), საფრანგეთი - 11% (107126), ლატვია - 9% (1245324) და ა.შ.;


ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი -  80% (120294), ყირგიზეთი - 54% (179610), ყაზახეთი - 30% (2658224), მონღოლეთი -44% (162390),უკრაინა - 27% (6746598), ბელარუსი 13% (1188822), რუსეთი - 11% (37064677)დასხვა.


ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (37064677), უკრაინა (6746598),  ჩინეთი  (4821937), ყაზახეთი  (2658224) დაპოლონეთი (2465541). 

 

ამასთან, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,5 მლნბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 10% შეადგინა.


საანგარიშოპ ერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 287 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 96%. სულ ექსპორტირებულია 824 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 222,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია