დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ილია მეორე: „ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ასეთი ფაქტები ხდება"
2012/09/19 18:32:30

გლდანის ციხეში მომხდარ წამების ფაქტებს დღეს საქართველოს პატრიარქიც გამოეხმაურა. მან გადადო ფოთის ტაძრის კურთხევის საზეიმო ცერემონიალი და სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„გუშინ და დღეს ვრცელდება შემაძრწუნებელი კადრები იმ ფაქტების შესახებ, რაც შექმნილია საქართველოს ციხეებში. მოვითხოვ, შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაცული იყოს პატიმართა უფლებები.

ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ასეთი ფაქტები ხდება!“– განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის ამ განცხადების შემდეგ, საქართველოს პატრიარქთან შესახვედრად  მივიდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაია და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი  სოსო თოფურიძე. თუმცა, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა და ჯერჯერობით კომენტარები არ გაკეთებულა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია