დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"თეატრალური იმერეთი 2016"-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/07/08 11:34:29

იმერეთში თეატრალური ფესტივალი წელს მეშვიდედ გაიმართა. ფესტივალზე 18 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. ჟიურიმ „თეატრალური იმერეთი 2016“-ის გამარჯვებულები 12 ნომინაციაში გამოავლინა. 

ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა. 

საუკეთესო სპექტაკლად  ჭიათურის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში რეჟისორი მამუკა ცერცვაძის მიერ დადგმული წარმოდგენა ,,გეტო“ დასახელდა.

საუკეთესო რეჟისორის წოდება კი გიორგი სიხარულიძეს მიენიჭა.

ფესტივალის პრიზები გადაეცათ ასევე: საუკეთესო სცენოგრაფს, მამაკაცისა და ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლებს, საუკეთესო პარტნიორულ დუეტსა და კიდევ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია