დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პირველი კვარტლის მშპ 5 782,8 მლნ. ლარია
2013/06/20 12:43:33

2013 წლის პირველ  კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის  (მშპ) მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5 782,8 მლნ. ლარი შეადგინა.

„საქსტატის" წინასწარი მონაცემებით,  წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,4 პროცენტის, ხოლო დეფლატორის ზრდა - 0,4 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,3 პროცენტი) და ვაჭრობა (16,3 პროცენტი).

შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,0 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,2 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,6 პროცენტი).

 როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, პირველ კვარტალში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: კავშირგაბმულობა (7,9 პროცენტი), ვაჭრობა (6,8 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (6,7 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (5,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,1 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (9,0 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში (1,7 პროცენტი) და ტრანსპორტში (0,6 პროცენტი). 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია