საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
9 წლის ჯეკ დევისმა NASA-ს ვაკანსიაზე აპლიკაცია გააგზავნა
2017/08/06 23:18:42


ნიუ ჯერსიში მცხოვრები 9 წლის ამერიკელი ჯეკ დევისი NASA-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიას გამოეხმაურა და აპლიკაცია გააგზავნა.


NASA-ს ერთ-ერთ დეპარტამენტს ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული პოზიციაზე, რომელიც კოსმოსში ექსპედიციების დროს ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურების საფრთხის შესახებ მთავარ ოფისს ინფორმაციას მიაწვდიდა.

 

თანამშრომელს ამ სამსახურისთვის NASA წელიწადში 124 00 დოლარიდან 187 000 დოლარამდე ხელფასს გადაუხდის.

 

მე ცხრა წლის ვარ, მაგრამ მგონია, რომ ამ სამუშაოს კარგად შევასრულებ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩემი და უცხოპლანეტელად მიმიჩნევს. ასევე, ნანახი მაქვს თითქმის ყველა ფილმი უცხოპლანეტლების შესახებ. ახალგაზრდა ვარ და უცხოპლენეტელივით ფიქრი შემიძლია“, - წერს 9 წლის ბიჭი თავის წერილში, რომელიც საკუთარ თავსგალაქტიკის მცველს“ უწოდებს.

 

 

 

 

ბიჭს NASA-ს პლანეტების დეპარტამენტის დირექტორმა უპასუხა და გამოთქვა იმედი, რომ ჯეკი კარგად ისწავლის და როცა გაიზრდება, ისინი ერთმანეთს NASA-ში შეხვდებიან.

 

მოამზადა ნატო ყურაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1823
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია