საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნებისთვის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტი დაიწყო
2016/05/06 10:58:02

სასტურო „ქორდიარდ მარიოტში“ პროექტის - „ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნებისთვის შესაძლებლობათა გაძლიერება“  შესახებ იმსჯელეს.შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ პროექტის სამოქმედო გეგმა და განხორციელების პროცესი  გააცნო.

 

პროექტი საქართველოსა და მოლდავეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში კლიმატის ცვლილების სფეროში გასატარებელი ცვლილებების დამუშავებას და შესაბამისი უწყებებისთვის ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

 

პროექტი გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, მშენებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს (BMUB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შემსრულებელი კი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაა (GIZ).

 

 

შეხვედრას  სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტექნიკური ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები ესწებოდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია