დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი ფოჩხუას მკვლელი პოლიციას ჩაბარდა
2012/07/17 11:58:28

14 ივლისს მოკლული 27 წლის მსახიობის, გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია სამართალდამცველებს გუშინ ჩაბარდა.

მკვლელობის დღიდან პოლიციაში გამოცხადებამდე ის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდა თავს. შსს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა, მისი დაკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დაკავებულია ასევე მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე, ისიც ადგილობრივ პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი ანაკლიაში ზღვაში დაიხრჩო. თუმცა, როგორც ახლობლები თავიდანვე აცხადებდნენ, მის სხეულს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, რაც ექპერტიზამაც დაადასტურა. ახლობლების განცხადებით, გიორგი ფოჩხუას სასტიკად გაუსწროდნენ და შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ზღვაში გადააგდეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია