დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა შემთხვევაში იტყვის გია თევდორაძე დეპუტატის მანდატზე უარს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/26 11:35:49

პარლამენტის წევრი გია თევდორაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას სიცრუის ტირაჟირებაში კედევ ერთხელ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 5 თებერვალს ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადება თევდორაძის ბიზნესებასა და ქონებასთან დაკავშირებით არის სიცრუე და მიზანმიმარული კამპანია წინასაარჩევნოდ „ნაციონალების“ მნიშვნელოვანი ფიგურის წინაღმდეგ.


შეგახსენებთ, რომ ბესელიამ, მის მიერ გაკეთებული განცხადების დამადასტურებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატთა“ კვლევა მოიყვანა. როგორც თევრორაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან მიმართა „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიეწოდებინათ მისთვის ინფორმაცია, თუ რა კვლევის შედეგად მოიძია ინფორმაცია მისი ქონების შესახებ. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თევრორაძეს უპასუხას, მათ არანაირი კვლევა არ ჩაუტარებიათ.

 

„მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილავს ქუთაისის მერის პოსტზე ჩემს კანდიდატურას, ბესელიას ცრუ განცხადება არის მიზანმიმართული კამპანია ჩემს წინააღმდეგ. პროკურატურას ამ დრომდე ამ საქმის შესწალა არ დაუწყია. მინიმუმ ცილისწამებისთვის მაინც უნდა მოეთხოვათ პასუხი. აღვნიშნავ, რომ ჩემი ოჯახის  მოკრძალებულ ქონებას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან. საჯაროდ ვაცხადებ, თუკი ვინმე ერთ ლარსაც კი აღმომიჩენს, რომელიც უკანონოდ მაქვს მზად, ვარ დეპუტატის მანდატზე და საერთოდ პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი  ვთქვა“-განაცხადა თევდორაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია