დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის თვითმმართველობაში 48 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/24 15:36:03

მერიასა და საკრებულოში ატესტაციის შედეგად ღიად დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდა.


ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 48 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა კონკურსი. ამის შესახებ ქუთაისის მერმაშოთ მურღული და საკრებულოს ავმჯდომარემ, დავივალმა  სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადე.


კომისიამ კონკურსი 21 ნოემბერს გამოაცხადამასში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ, განაცხადები გააკეთონ 4 დეკემბრის ჩათვლით.


კონკურსის გავლის წესები იგივეა, რაც აქამდენ ჩატარებული კონკურსის შემთხვევაში იყო.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას განაცხადი უნდა წარუდგინოს  მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის /www.hr.gov.ge/ მეშვეობით, განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა (დიპლომის ასლი); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სტაჟის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი.


კანდიდატს უფლება აქვს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი წარადგინოს არაუმეტეს, ხუთ ვაკანსიაზე. ხუთზე მეტ ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება კონკურსიდან.


კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს  მეორე ეტაპი,  ხვალიდან მესამე,ანუ გასაუბრების ეტაპი ეწყებათსაკრებულოს ავმჯდომარის, დავი დვალის განცხადებით, გასაუბრება ყოველ დღე ჩატარდება, ჯერ გასაუბრებას მოქმედი თანამშრომლებ გაილი, ხოლო ემდგომში კი – დანარჩენი კონკურსანტები. გასაუბრებას  კომისიის 6 ძირითად წევრთან ერთად მე-7,  არასამთვრობო ორგანიზაციების  წარმომადგენელი დაესწრება.  


კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება: საბუთების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება; ტესტი შედგება 60 შეკითხვისგან, კანდიდატისათვის მესამე ეტაპზე გადასასვლელად მინიმალური გამსვლელი ზღვარია 70 %.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია