დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ილია მეორემ ქართველებს ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავის შეკავება ურჩია
2012/07/12 17:16:03

„მთელ მსოფლიოს უნდა ვუჩვენოთ, რომ საქართველო მაღალი კულტურის მქონე ქვეყანაა  და ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიისაკენ,“ – ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათერდო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. 

უწმინდესი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ტალახს ესვრიან. უწმინდესმა ყველა მხარეს მოუწოდა ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ. 

„რთული პერიოდი გველოდება საქართველოში. ოქტომბრის თვეში ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გავიდეს და ხმა მისცეს. დგება ის დრო, როდესაც შესაძლოა, ადამიანს შეურაცხყოფაც კი მიაყენონ, ტალახი ესროლონ ერთმანეთს. მინდა, ვთხოვო ერთ მხარესაც და მეორესაც, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოთ ერთმანეთს, არ უნდა გაბედოთ, არ უნდა იკადროთ ისეთი სიტყვების თქმა, რომლისაც შემდეგ შეგრცხვებათ. თქვენ შეგიძლიათ, ბევრი ილაპარაკოთ თქვენს პროგრამაზე, საკუთარ კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტალახი არ უნდა შევასხათ  ერთმანეთს,“ – განაცხადა უწმინდესმა. 

ილია მეორე სასულიერო პირების პოლიტიკურ პოზიციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეკლესიის მსახურებს პოლიტიკური პოზიცია არ გააჩნიათ, რადგან ისინი მხოლოდ ერთ – ეკლესიის და ქვეყნის მხარეს დგანან. 
„ძალიან ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ ვართ ერთ ან მეორე მხარეს. ჩვენ არავის მხარეს არ ვართ, ჩვენ ქვეყნის მხარეს ვართ", - ბრძანა უწმინდესმა. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია