დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობამ თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევით კანონი დაარღვია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/07/04 16:28:57

2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით 2017 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობას თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ ნორმატიული აქტი უნდა მიეღო, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

 

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრომ თამბაქოს კონტროლის სპეციალისტებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოამზადა და დადგენილი წესისამებრ, 3 კვირის წინ მთავრობის ელექტრონულ სისტემაში ატვირთა გამართული, მაღალი კლასის დოკუმენტი, რომელზეც სამინისტროებს პრაქტიკულად შენიშვნა არ აქვთ. თუმცა, რატომღაც 1 ივლისამდე დოკუმენტს ხელი არ მოეწერა, რადგან როგორც აღმოჩნდა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს ფორმალური, აბსურდული ხასიათის შენიშვნები აქვთ.

 

ეკონომიკის სამინისტრომ საერთოდაც ფორმალურად, მხოლოდ სიტყვიერად შენიშნა, ტექსტი არც წარმოუდგენია, ფინანსთა სამინისტროს კი არარელევანტური შენიშვნა ჰქონდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა. მიუხედავად ამისა, ფინანსთა სამინისტრომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დოკუმენტს ვიზა არ მისცა.

 

დარწმუნებული ვართ, დოკუმენტი ხელოვნურად, გამიზნულად, თამბაქოს ინდუსტრიის დაკვეთით დაიბლოკა, რათა თამბაქოს ახლადმიღებულ კანონში ცვლილების მოსამზადებლად და სადა შეფუთვის წესის ამოქმედების ვადის გადასატანად (პრაქტიკულად მის გასაუქმებლად) ნიადაგი მომზადებულიყო.

 

რაც მთავარია, აღნიშნული კანონის დარღვევით, მთავრობამ თამბაქოს ინდუსტრიას ხელოვნურად შეუქმნა საფუძველი, უჩივლოს საქართველოს სახელომწიფოს საერთაშორისო სასამართლოებში და სარჩელები მოიგოს კიდეც, რაც ერთის მხრივ სერიოზულ ჯარიმებს და რაც მთავარია ქვეყნის დისკრედიტაციას გამოიწვევს.

 

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა პირდაპირ დაარღვიეს საქართველოს კანონი და კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება. მოვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელთა მოქმედებამაც განაპირობა საქართველოს მთავრობის მიერ კანონის დარღვევა. მოვითხოვთ ყველა ამ პირის თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობების გასაჯაროებას და რაც მთავარია დოკუმენტის დაუყოვნებლივ დამტკიცებას. წინააღმდეგ შემთხვევაში თამბაქოს კონტროლის ალიანსი გამოიყენებს ყველა სამართლებლივ ბერკეტს და პროტესტის ფორმებს და დამნაშავე ჩინოვნიკების წინააღმდეგ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15149
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია