დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მმართველი პარტია მისივე დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში ლიდერობს
2012/08/26 10:36:30

"Greenberg Quinlan Roshner"-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა," ყველა  ამომრჩეველს  შორის, ხმების 46%-ს მიიღებს, "ქართული ოცნება" - 24%-ს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 5%-ს, "ახალი მემარჯვენეები" - 3%-ს, "ლეიბორისტული პარტია" კი - 1%-ს. ამ შედეგებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქვეყნებს, რადგან კვლევა სწორედ მათი დაკვეთით ჩატარდა.

"ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საუკეთესო მაჩვენებელია ამ მარათონის განმავლობაში. მისთვის, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს!" – ნათქავმია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვებგვერდზე.

ამომრჩევლის 20%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას ან უარს აცხადებს პასუხზე. იმ  ამომრჩევლებს შორის, რომლებიც  სავარაუდოდ,  აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას (რომელიც შერჩეულთა 58%-ს წარმოადგენს), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩეველთა ხმების 47%-ს იღებს,  "ქართული ოცნება" კი 26%-ს"

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა მყარი 69% 1 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას მოელის, რაც 2008 და 2010 წლების არჩევნების წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებლია.

GQR–მ პოლიტიკური ლიდერების მიმართ კეთილგანწყობაც გაზომა, სადაც კვლავ ნაცმოძრაობა ლიდერობს:

"ამომრჩეველი 51-28%-იანი უპირატესობით პრეზიდენტისადმი პირად რეიტინგში უფრო კეთილგანწყობილია, ვიდრე არაკეთილგანწყობილი. ამისგან განსხვავებით, საზოგადოების უმრავლესობა ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაკეთილგანწყობილია 39-32% პროპოვლევებს მმართველი პარტიის დაკვეთით ახორციელებსრციით", – ვკითხულობთ კვლევაში.

Greenberg Quinlan Roshner-ი საქართველოში კვლევებს მმართველი პარტიის დაკვეთით ახორციელებს.კვლევა მთელი საქართელოს მასშტაბით 1–6 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 ადამიანი გამოიკითხა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია