დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ტიტები და სანთლები - 9 აპრილის გმირებს
2012/04/10 13:33:28

9 აპრილის გმირებს ქუთაისში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაგეს პატივი. 9 აპრილის მემორიალთან 23 წლის წინ გადაღებული ტრაგედიის ამსახუველი ფოტოები გამოიფინა. სკვერში ტიტებით დამშვენებული იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდნენ.

ქრისტიან-დემოკრატებმა და მათმა მხარდამჭერებმაც ტიტა და სანთლები მიუძღვნეს გმირების სულის ხსოვნას.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის თავჯდომარემ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით დვალმა „P.S.“-თან საუბრისას აღნიშნა: „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ყველა ქართველისთვის ისაა, რომ ვიცოდეთ, რა არის ის ღირებულებები, რომლისთვისაც ღირს თავის გაწირვა. ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები, ვთვლით, რომ ყველა მოქალაქის ვალია, პატივი მიაგოს 9 აპრილს დაღუპულ თითოეულ გმირს. მე, ტრადიციულად, შვილთან ერთად მოვდივარ გმირთა მემორიალზე პატივის მისაგებად, რათა მან აქედანვე ისწავლოს და გაიგოს ამ ღირებულების ფასი. ამ ტრაგედიამ, ქართველების თავგანწირვამ შედეგი გამიღო და 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.“

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია