დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ ესწრებოდა ოლიმპიური ფესტივალის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი
2015/07/27 02:20:27

რატომ არ ესწრებოდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნას და რატომ მიულოცა ქვეყნისთვის მან ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყება საზოგადოებას სოციალური ქსელით? ამის შესახებ განმარტება პრეზიდენტის პრესსამსახური აკეთებს:  

 

"მაგ საკითხთან დაკავშირებით ოლიმპიურ კომიტეტს ჰკითხეთ და დეტალები მათთან გაარკვიეთ", - გვიპასუხეს პრესსამსახურში.

„აიპრესის“ კითხვაზე - მიიღო თუ არა პრეზიდენტმა მოსაწვევი, პრეზიდენტის პრესსამსახურში გაგვიცხადეს, რომ მიიღო.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს საზოგადოებას ოლიმპიადის დაწყება ფეისბუქით მიულოცა:

"გილოცავთ "ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალს" დაწყებას! ვუსურვებ წარმატებებს სპორტსმენებს, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ქართველ ოლიმპიელებს, მნიშვნელოვანი დღეა ქართული სპორტის ისტორიაში!“, - წერს პრეზიდენტი. 

 

წყარო http://www.ipress.ge/new/10413-prezidentis-pressamsakhuri-olimpiur-komitets-hkitkhet-ratom-ar-mivida-prezidenti

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია