დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გახდი ქველმოქმედი!
2013/02/02 12:06:39

გახდი ქველმოქმედი, მიიღე მონაწილეობა სოციალურ პროექტში და ერთად გავაძლიეროთ ჩვენი მომავალი თაობის წიგნიერება!

 

გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ და წიგნის მაღაზიათა ქსელი „ქიმერიონი“  გთავაზობთ პარტნიორობას სოციალურ პროექტში : „გავაძლიეროთ მომავალი თაობის წიგნიერება“!

 

პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის მხატვრული  და შემეცნებითი ხასიათის წიგნების შეძენას ბავშვთა სახლებისა თუ იმ სასწავლო დაწესებულებებისათვის, სადაც უმეტესად დევნილი, უდედმამო და სოციალურად დაუცველი პატარები სწავლობენ.

 

იმ კომპანიებსა თუ რიგით ადამიანებს, რომლებიც ჩაერთვებიან  სოციალურ პროექტში: „გავაძლიეროთ მომავალი თაობის წიგნიერება!“ გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“   საინტერესო ბონუსებს სთავაზობს. კერძოდ:

  • უფასოდ გამოუყოფს შეძენილი წიგნების ღირებულების ტოლფას სარეკლამო ფართს გაზეთ „პოსტსკრიპტუმში“ და ინტერნეტპორტალზე www.psnews.ge, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი რეკლამის, განცხადების, მილოცვისა თუ სტატიის გამოქვეყნება;

 

  • 50 ლარის ან მეტი ღირებულების წიგნების შეძენისას, დამატებითი ბონუსის სახით მისცემს 10%–ანი ფასდაკლების კუპონს გაზეთ  „პოსტსკრიპტუმის“ მაღაზიათა ქსელში „ქიმერიონი“ სარგებლობისათვის, შემდეგ მისამართებზე: ქუთაისში –რუსთაველის #141 („პოპულში“); წერეთლის 12 (მუზეუმის წინ).

 

  • 500 ლარის ან მეტი ღირებულების წიგნების შეძენისას კი კიდევ ერთი დამატებითი ბონუსის შეთავაზება ხდება – სამთვიანი 50%–ანი ფასდაკლება სარეკლამო მომსახურებაზე შემდეგ ტელე–რადიო კომპანიებში:

 

 ა). პირველ საბავშვო ქართულ ტელეკომპანიაში „ენკი–ბენკი“ 

მაუწყებლობს სატელიტზე („ბლექსატი“) დაფარვის ზონა ევროპა - აზია;

სილქნეტით, კავკაზუსით და ყველა სხვა საკაბელოებით ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ასევე ვრცელდება www.myvideo.ge  ვიდეოპორტალით

          

 ბ).  ტელეკომპანიაში „რიონი“

     მაუწყებლობს სატელიტზე („ბლექსატი“) დაფარვის ზონა ევროპა - აზია;

ქუთაისი და დასავლეთ საქართველოს მიმდებარე რაიონები

ასევე ვრცელდება www.rionitv.com ; www.myvideo.ge ; www.internettv.ge ; www.iptv.ge ;

         www.navi.ge ; www.saitebi.ge ; www.televizori.ge ; www.gorgiantv.net 

           

გ). რადიოში „რიონი“ FM 105.5

მაუწყებლობის არეალი: ქუთაისი და მიმებარე რაიონები.

ასევე ვრცელდება www.rionitv.com ; http://radio.rionitv.com

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია