დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სახალხო დამცველი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გარდამავალ დებულებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/03 11:09:14

საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.


სადავო აქტის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.


სახალხო დამცველმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 1344 მუხლის პრაქტიკული ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებული მოხელეები, რომელთაც ქონდათ  მათი დასაქმების განუსაზღვრელ ვადასთან დაკავშირებით ლეგიტიმური მოლოდინი, ახსნა–განმარტების და რაც მთავარია, გასაჩივრების საშუალების გარეშე, გათავისუფლდებიან  მათ მიერ დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილნი იქნებიან ამავე თანამდებობზე მოვალეობის შემსრულებლებად მანამ, სანამ იქ კონკურსის წესით არ დაინიშნებიან მოხელეები.


საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირთა უფლებრივ გარანტიებს ადგენს. კონსტიტუციის ეს დანაწესი კრძალავს მოხელეთა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას.


საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344-ე მუხლის ლეგიტიმური მიზნის იდენტიფიცირება, რომელიც აუცილებელს გახდიდა სადავო რეგულირების მიღებას. ამგვარი მიზნის იდენტიფიცირების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნებოდა ამ მუხლის გამართლება, რადგან 1344-ე მუხლით დადგენილი უფლების შეზღუდვა ბლანკეტურია თავისი შინაარსით და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ყველა პირის მიმართ ვრცელდება.


საკონსტიტუციო სარჩელი დამატებით შეიცავს დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც, სადავო აქტი ეწინააღმდეგბა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამ მიმართებით წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოთა სამართალწარმოების პრაქტიკა.


 

ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მეხუთე პუქნტის შესაბამისად. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2279
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია