დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ახალი რეფორმების განხილვა-პრეზენტაცია
2010/12/17 15:23:10

15 დე­კემბერს აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­კითხვე­ლო დარბაზ­ში გა­ი­მარ­თა შეხვედ­რა-პრე­ზენ­ტა­ცი­ა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლეობდნენ: გა­ე­როს ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლა­შა ჯუღე­ლი, ევ­რო­საბჭოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რე­ნა­ტა ვინ­ტე­რი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვა­შა­ძე, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი სამ­სახურის უფ­რო­სი რუ­სო მიხელი­ძე.

შეხვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებმა სტუმ­რებთან ერ­თად ისაუბრეს იმის შე­სახებ, თუ რო­გო­რი იყო ვი­თა­რება რე­ფორ­მამ­დე, რას ნიშ­ნავს მარ­თლმსაჯულების რე­ფორ­მა მო­ქა­ლა­ქეებისათ­ვის,  რა­ტომ იყო აუ­ცი­ლებელი ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტობის პო­ლი­ტი­კა და  რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ახალი ლიბერა­ლუ­რი კა­ნონ­მდებლობა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსაჯულების პო­ლი­ტი­კა და რა გეგ­მები აქვს ხელი­სუფ­ლებას იმი­სათ­ვის, რომ არას­რულ­წლოვ­ნები და­ნა­შა­უ­ლის­გან და­იც­ვას.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებმა აღ­ნიშ­ნეს, რომ სისხლის სა­მარ­თლის რე­ფორ­მის შე­სახებ დის­კუ­სიები სტუ­დენ­ტების მო­ნა­წი­ლეობით და სა­ინ­ფორ­მა­ციო ხასი­ა­თის შეხვედ­რები უმაღ­ლეს სას­წავ­ლებლებში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებშიც გაგ­რძელ­დება.

ლა­ნა ღიბრა­ძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია