საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სასწრაფოს შენობის 1 ლარად გადაცემას "ჩემი ოჯახის კლინიკაში" უარყოფენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/10 17:06:46

პარტიათავისუფალი საქართველოსიმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობასთან ბრიფინგი გამართა და პროკურატურას უმოქმედობაში კიდევ ერთხელ დასდო ბრალი.

 წულაიას თქმით,ქუთაისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გარემონტებული სასწრაფოს შენობა უმოქმედოდაა დარჩენილი, მაშინ, როცა საავადმყოფოში შეხიზნულ სასწრაფოს თანამშრომლებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა.

"არაა შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა, სადაზღვეო კომპანია ალდაგთან არსებული "ჩემი ოჯახის კლინიკა" თანამშრომლებს არაკეთილსინდისიერად ეპყრობა. სასწრაფოს მძღოლის ხელფასი თბილისში 800 ლარზე მეტია, ქუთაისში კი მხოლოდ 210 ლარს უხდიან და იმასაც, რამდენიმე თვის დაგვიანებით. მოვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროსგან შეწყდეს სადაზღვევო კომპანიებში არსებული მონოპოლიები, ვინაიდან, მონსტრებად ქცეულმა სადაზღვევოებმა  ბიუჯეტის ფულებით ბიზნესის კეთება დაიწყეს"-განაცხადა გოგი წულაიამ, რომელიც, ასევე აღნიშნავს, რომ სასწრაფოს შენობის "ჩემი ოჯახის კლინიკისათვის" გადაცემასთან დაკავშირებით პროკურატურისგან ორი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი მიიღო.

"პროკურატურამ გვამცნო, რომ შენობის გადაცემისას არანაირი დარღვევა არ მომხდარა, თუმცა, პირველი დოკუმენტით ირკვევა, რომ შენობა 2011 წლის 1 ოქტომბერს მთავრობის დადგენილებით "ჩემი ოჯახის კლინიკას", ხოლო შენობაში არსებული ინვენტარი  სიმბოლურად 1 ლარად გადაეცა. ეს უკვე არის დარღვევა, თუმცა, ამ ფაქტზე შესაბამისი ორგანოები დუმან"-აღნიშნავს წულაია, რომელმაც "ჩემი ოჯახის კლინიკა" სასწრაფოების მონოპოლიაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, გამოძახების 90%-ის შემთხვევაში, პაციენტები "ალდაგის" საკუთრებაში არსებულ კლინიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

"თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრალდებებს ეთანმხებიან სასწრაფოს თანამშრომლები.

"რა პირობებია,  ხომ ხედავთ რა სიტუაციაცაა?  არც შენობა ვარგა, არც ტექნიკა და არც ეზო. თბილისში სასწრაფოს მძღოლებს ჩვენთან შედარებით სამჯერ მეტი ხელფასი აქვთ, გაგვაფრთხილეს, რომ დაგვიანებულ ხელფასებზე ხმა არ ამოვიღოთ, თორემ სამსახურიდან გაგვყრიან"-აცხადებენ სასწრაფოს თანამშრომლები.

აღნიშნულ ბრალდებებზე psnews.ge-სთან კომენტარი"ჩემი ოჯახის კლინიკის" დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა გააკეთა.

 

"შენობის ერთ ლარად გადაცემის საკითხი კვლავ  აქტუალურია და არა მარტო ჩვენს შემთხვევაში. მინდა აღვნიშნო, რომ "ჩემი ოჯახის კლინიკის"ქსელში შემავალი რეგიონალური საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 160 მილიონი ლარი გამოიყო და ინფორმაცია, რომ შენობა ერთ ლარად გადმოგვეცა სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება პაციენტების საავადმყოფოებში გადანაწილებას, ეს პროცესი დადგენილი რეგიონალური პრინციპით ხდება და პაციენტი იმ საავადმყოფოში გადაგვყავს, რომელ რეგიონსაც ეკუთვნის და ამ მხრივ არანაირი დარღვევა არ გავქვს. აქვე დავამატებ, რომ პაციენტისთვის უმჯობესია იმ საავადმყოფოშო გადაიყვანონ, სადაც სათანადო სერვისია, და არა საავადმყოფოში, რომელსაც ლიცენზიაც კი არ აქვს. არასწორი ინფორმაცია ვრცელდება სასწრაფოს მანქანების გაუმართაობასთან დაკავშირებით. ხელფასების პრობლემა მოგვარებულია და ჩვენი დაწესებულება ერთ-ერთია რეგიონში, სადაც მაღალი ხელფასები რიგდება, თუმცა, ცნობილი ფაქტია, რომ, რაც მეტი აქვს ადამიანს მით მეტი ხელფასი უნდა.-აღნიშნავს "ჩემი ოჯახის კლინიკის" გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია