დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
პროტესტი პრეზიდენტის ინაუგურაციას
მთავარი ოპოზიციური პარტია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/15 23:21:16

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატს გამარჯვება მიულოცა. ამით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა ამომრჩევლის მიმართ და გადავდგით ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების ცივილიზებული სტანდარტის შესაბამისია.


სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ, პირველივე საჯარო განცხადებაში არჩეულმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, ხოლო პრემიერმა ივანიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა და დაბალი პოლიტიკური კულტურის ქონა დასწამა.


აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ართხელ ვადასტურებთ ჩვენ პატივისცემას უკლებლივ ყველა ამომრჩევლის მიმართ, პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მაგრამ  იმ პირობებში, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არა გაერთიანების, არამედ კონფრონტაციის სურვილითაა შეპყრობილი, როცა უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის - პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო ათასობით მხარდამჭერი დაკითხვებისა და პოლიტიკური დევნის წნეხის ქვეშაა,  ინაგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე დაწრება შეუძლებლად მიგვაჩნია

 


Mariam Meburishvili
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია